ქართული ოცნება

ვოლსკი: ზედმეტი პარალელური აქტივობები არ ღირს

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ქართული ოცნების წევრებს პარალელური პარტიული აქტივობისგან თავის შეკავებას სთხოვს - ამის შესახებ დეპუტატმა ელისო ჩაფიძის განცხადებების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომლის მიხედვით განათლების მინისტრის მრჩეველი მას ემუქრებოდა და ტყიბულელებს ცრუ ინფორმაციას აწვდის.

„არსებობენ პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის მაჟორიტარები და ყველას ვთხოვთ ადგილებზე, რეგიონებში იყვნენ კოორდინაციაში და თავი შეიკავონ პარალელური პარტიული აქტივობებისგან. ქალბატონ ელისოსაც ექნება ეს ინფორმაცია, დღეს ფრაქცია შეხვდება. ვილაპარაკებთ ამ თემაზე. პრობლემა არ არსებობს, არსებობენ გარკვეული ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ცოტა აქტიურები უნდა იყვნენ, მაგრამ ზედმეტად არ ღირს პარალელური აქტივობები. ქართულ ოცნებას არ სჭირდება ეს, ქალბატონ ელისოს ენდობა კოალიციაც, ფრაქციაც. მინდა ყველას ვუთხრა, რომ შეუთანხმებელი, თუნდაც კეთილი განწყობის, კეთილი მიზნების მქონე ზედმეტი აქტივობებისაგან, პარალელური აქტივობებისაგან თავი შეიკავოს“ - განაცხდა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჩაფიძე, მცხეთა-მთიანეთის გუბრენატორსა და განათლების მინისტრის მრჩეველს მის წინააღმდეგ პროვოკაციების დაგეგმვაში ადანაშაულებს. ჩაფიძის თქმით, ოთარ აბესაძე, რომელიც მინისტრის მრჩეველია ტყიბულში მაჟორიტარის წინააღმდეგ იფნორმაციას ავრცელებს და მას არასამთავრობო ორგანიზაციისა და ტეელკომპანია ობიექტივის ბიუროს შექმნით ემუქრება. ელისო ჩაფიძის თქმით, აბესაძე მარტო არ მოქმედებს და ის მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის, ნუგზარ ყიფიანის ინტერესებს ატარებს, რომელიც წარმოშობით ტყიბულიდანაა.

კომენტარები