რაც შეეხება დღეს არსებულ მდგომარეობას, დიახ, ნამდვილად არის ცალკეული შემთხვევები, თუმცა, სტატისტიკური თვალსაზრისით კრიმონოგენური მდგომარეობა არ არის დამძიმებული. ახლა ამის საუბარი, რა თქმა უნდა, იმ მოვლენების ფონზე, რაც ვითარდება, ძალიან რთულია, მაგრამ ისეთი დაცული ქვეყანაც კი, სამართლებრივი თვალსაზრისით და ეკონომიკური კეთილდღეობით, როგორიც გახლავთ ნორვეგია, ან გერმანია, არ გახლავთ დაცული იმისგან, რომ ცალკეულ ადამიანებს ექმნებათ რაღაც გარკვეული ფსიქიოლოგიური პრობლემები, ჩამოყალიბდებიან დამნაშავეებად და ა.შ. ეს დამახასიათებელია ყველა საზოგადოებისთვის. მე შემიძლია შეგახსენოთ ის ტრაგედია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გერმანიაში განვითარდა, მე შემიძლია შეგახსენოთ ასევე ანდრეს ბრეივიკის შემთხვევა, რომელმაც აბსოლუტურად დღისით, მზისით და ძალიან დაცული სახელმწიფოს ფონზე მოახერხა იარაღის შოვნა და ტერორისტული აქტების მოწყობა. კრიმინალი და ტერორიზმი არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა.
tbl.ge/bhj
დაკოპირდა
განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ.
ამავე თემაზე
- არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ – შსს-მ 15 პირი დააკავა
- ორ მეზობელს სახეში ხელი დაარტყა - აფხაზავასა და მის შვილზე თავდამსხმელს ბრალი წარედგინა
- უვადო პატიმრობა მიესაჯა ლილოს ბაზრობაზე შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს
- ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ფაქტზე დაკავებულია ორი პირი – საგამოძიებო
- კახეთში 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით მისი მამა დააკავეს