ჟიგიმანტას პავილიონისი

პავილიონისი აფხაზეთის გამოფენაზე: დასავლეთში არავის უნახავს ეს სურათები

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა დაათვალიერა ინგლისურენოვანი ინტერაქციული გამოფენა -  “დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი” და თავის პირად გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა აღწერით - "ქართველები იხსენებენ, რომ ბუჩამდე იყო აფხაზეთი, სადაც რუსები იგივეს აკეთებდნენ".

პავილიონის Facebook პოსტს ლიტველი მოქალაქე გამოეხმაურა,  რომელმაც გააკრიტიკა დასავლეთი. მისი შეფასებით, "დასავლელებს, როგორც სჩანს, ძალიან მოსწონთ ასეთი შეხედულებები, მანამ სანამ ისინი ცდილობენ და დასცინიან უკრაინელებს, რომლებიც მათ იცავენ... ისინი ძალიან ნელა უტევენ".

პავილიონისი კი კრიტიკას შემდეგნაირად პასუხობს - "ცდებით, დასავლეთში არავის უნახავს ეს სურათები და არც თბილისის ამჟამინდელ მმართველებს სურთ მათი გახსენება, რომლებიც სამარცხვინოდ ავითარებენ რუსეთთან აქტიურ ურთიერთობას და ცდილობენ, თავიანთ მოქალაქეებს უთხრან, რომ არა რუსეთს, არამედ დასავლეთს, უკრაინას ან თუნდაც ლიტვას სურს მათი ომში ჩაბმა. ეს სურათები ქართველმა სამოქალაქო საზოგადოებამ შეაგროვა და ძალიან მსურს მათი ჩვენება ლიტვაში, ევროკავშირსა და NATO-ს სხვა დედაქალაქებში".


გამოფენა "დავიწყებული მსხვერპლი - ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილ დანაშაულებს.

სწორედ მოცმეული გამოფენის ვიდეომასალა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ლიტველმა პოლიტიკოსმა და დიპლომატმა ჟიგიმანტას პავილიონისმა. ვიდეოში ასახულია 1992 წელს, ომისდროინდელ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები. 

 

 

კომენტარები