საქართველოს მთავრობა

მთავრობა 500 000 ლარს გამოყოფს "ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან" საბრძოლველად

8 თებერვალი, პლენარული სხდომა საქართველოს პარლამენტში
ქართული ოცნება

საქართველოს მთავრობა 500 000 ლარს გამოყოფს ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ი საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წარმართავს.

30 აპრილით დათარიღებულ მთავრობის განკარგულებაში წერია, რომ კამპანიის მიზანი "ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოებრივი მედეგობის გაზრდაა". ამასთან ერთად, განკარგულების მიხედვით, გამოცხადდება გამარტივებული შესყიდვა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოებრივი მედეგობის გაზრდის მიზნით, საინფორმაციო კამპანიის შეუფერხებლად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა არაუმეტეს 500 000 ლარის ფარგლებში განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, "საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში." - წერია განკარგულებაში.

შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორი თამარ წულეისკირია, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატისა და რუსული კანონის მხარდამჭერი ლევან კობიაშვილის ცოლია.

კომენტარები