რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

EU-ს ელჩები რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული სარგებლის ЗСУ-სთვის გადაცემაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული სარგებლის უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის (ЗСУ) გადაცემაზე შეთანხმდნენ.

შესაბამის ინფორმაციას გაერთიანების მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის მთავრობა ავრცელებს.

"ეს ფული მოხმარდება უკრაინის აღდგენას და სამხედრო დახმარებას რუსეთის აგრესიის კონტექსტში". - წერია ბელგიის მთავრობის განცხადებაში.

როგორც Reuters-ი ევროკავშირის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, EU-ს მინისტრების მხრიდან კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, თანხების 90% ევროკავშირის შექმნილ უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდს გადაეცემა, 10% კი უკრაინის სხვა გზებით დახმარებას მოხმარდება.

ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული სარგებლის უკრაინისთვის გადაცემაზე პრინციპულ თანხმობას მარტში, ბრიუსელში გამართულ სამიტზე მიაღწიეს. 

კომენტარები