რუსული კანონი

ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მოვლენების გამო შეწყდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის ინიციატივით, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მოვლენების გამო შეწყდა. 

კონცერტში მონაწილე მუსიკალურმა ჯგუფებმა, LOUDspeakers-მა, Quemmekh-მა და დაგდაგანმა ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებულ აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

"ახლა მივიღეთ ინფორმაცია, რომ საშინელება ხდება ქალაქში, ჭავჭავაძეზე და უბრალოდ, არალოგიკურად მიგვაჩნია ამ კონცერტის გაგრძელება. სამწუხაროდ, უნდა შევწყვიტოთ". - თქვა ბენდმა LOUDspeakers-მა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯგუფ დაგდაგანის განცხადებასაც ავრცელეს.

"მეგობრებო, ასეთ სიტუაციაში მყარად უნდა ვიდგეთ. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ასეთ რაღაცას მართლა თუ შევესწრებოდი ჩემს ცხოვრებაში უკვე აღარ მეგონა, ამიტომ ყველა უნდა შევუერთდეთ იმ ხალხს". - თქვა ბენდმა დაგდაგანმა. 

კომენტარები