რუსული კანონი

კობახიძე ამბობს, რომ მისივე ორგანიზებულ ძალადობას ბოლომდე ჩაჰყვება

ქართული ოცნება

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბოლო დღეების თავდასხმებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე თქვა, რომ "ბოლომდე ჩაყვება" და გამოიძიებს.

"ნებისმიერი ფაქტი მიიტანეთ სამართალდამცავ სტრუქტურებში და მე გპირდებით, რომ ბოლომდე ჩავყვები" - აღნიშნა კობახიძემ მედიასთან შეხვედრისას.

ჟურნალისტმა პრემიერს შეახსენა, რომ ფაქტები იცის პოლიციამ და არიან დაზარალებულები, რაზეც კობახიძემ გაიმეორა, "გპირდებით, ჩავყვებით ბოლომდე ყველაფერს, გპირდებით... ხომ ამბობთ, რომ მიიტანეთ, ბოლომდე ჩავყვებით ყველაფერს.

კითხვაზე, თქვენს დანაშაულს როგორ გამოიძიებთ, პრემიერი პასუხობს - "აი, ეგრე... რა დანაშაულიც არის ჩადენილი, გამოვიძიებთ". დამაზუსტებელ კითხვაზე, "თქვენიც რომ იყოს?", პრემიერი ამბობს - "ჩვენი დანაშაული არ არსებობს... ეგ არის თქვენი ხელწერა, თქვენი პარტიის, ხო? მაგას აკეთებთ თქვენ 2003 წლიდან მოყოლებული, ეს არის ნაცმოძრაობის, თქვენი პოლიტიკური პარტიის ხელწერა. რაც შეეხება ძალადობას, რომელიც განხორციელდა, ბოლომდე ჩავყვებით თითოეულ ფაქტს".

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, "Მე ვგმობ ყველანაირ ძალადობას, ქართული ოცნების წარმომადგენელი გააკეთებს, ვგმობ, სახელმწიფოს წარმომადგენელი გააკეთებს ვგმობ, ოპოზიცია გააკეთებს - ვგმობ".

ბოლო დღეების განმავლობაში თავს არაერთ აქტივისტს და ოპოზიცონერს დაესხნენ. მათ ძირითადად სახლებთან უსაფრდებიან.

კომენტარები