რუსული კანონი

ცაჰკნა: ევროპაში ცხადი გზავნილით ვბრუნდებით - ეს გზა არასწორია, პასუხისმგებელი მთავრობაა

ჩვენი გზავნილი იყო ძალიან, ძალიან ნათელი. ეს გზავნილი იყო, რომ ქართველმა ხალხმა ევროკავშირისკენ სვლა და ამ ღირებულებების რეალურად გაზიარება და დაცვა გადაწყვიტა. არის მხოლოდ ორი არჩევანი: ევროკავშირისკენ ან რუსული გავლენისკენ. არ არის სხვა შესაძლებლობები.

ის, რაც ძალიან ნათლად ვთქვით, არის, რომ ევროკავშირმა გადაწყვეტილებები მრავალი საკითხის შესახებ მიიღო, ვიზა ლიბერალიზაციის, კანდიდატის სტატუსისა და რეკომენდაციების ცხრა ნაბიჯის შესახებ, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იხელმძღვანელოს. საქართველოს ხელისუფლებამ ამის შესახებ პირობა დადო, მაგრამ სინამდვილეში მას არ ასრულებს და თუ საქართველოს მთავრობა მიჰყვება იმ ნაბიჯებს, რომლებიც უკვე დაგეგმეს, ამას შედეგები მოჰყვება.

კანონი, რომელზეც ვსაუბრობთ, მხოლოდ გეზის სიმბოლოა და ეს გეზი არ არის მიმართული ევროკავშირისკენ, არამედ სცილდება მას და ეს ძალიან ნათელი უნდა იყოს.

ევროკავშირში ძალიან, ძალიან პირდაპირი გზავნილით ვბრუნდებით, რომ ეს არ არის სწორი გზა და პასუხისმგებლობა არა ქართველ ხალხს, არამედ საქართველოს ხელისუფლებას აკისრია.

თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები