რუსული კანონი

ბოკერია: სანქციების კანონპროექტის ავტორი ტრამპის კამპანიის ერთ-ერთი ლიდერია

ივანიშვილის პროპაგანდა ხშირად ცდილობდა საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანას, რომ ახლა “მათი მოკავშირე ტრამპი მოვა” და “ლიბერალების წნეხი” ივანიშვილის რეჟიმზე შეწყდება.

ამით მიანიშნებენ, თითქოს ივანიშვილის მცდელობას, საქართველო და აქედან გამომდინარე, მთლიანად რეგიონი რუსეთს ჩააბაროს, ამერიკის პოლიტიკური კლასის მხოლოდ ერთი ნაწილი უპირისპირდება.

ამ დროს, კონგრესში ქართული ოცნების ლიდერებისა და დეპუტატების, ისევე როგორც ე.წ ძალოვანების და მათთან დაახლოებული პირების სანქცირების შესახებ კანონპროექტის ავტორი, კონგრესმენი ჯო უილსონი ტრამპთან უაღრესად დაახლოებული პირი და მისი კამპანიის ძალიან აქტიური მონაწილეა.

ასე რომ… თავისუფალი სამყარო ბოროტებასთან და საქართველოში ბოროტების ვასალებთან ბრძოლაში იქნება მტკიცე და ერთიანი.

წერს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ს კონგრესში დღეს წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის აქტივების გაყინვას და სავიზო აკრძალვებს ითვალისწინებს, რომლებმაც რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონს მხარი დაუჭირეს. 

ასევე, გამოცემის ცნობით, იმავე, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში წერია, რომ საქართველო ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს.

კომენტარები