პასტორი ვარლამ რამიშვილი: ძველისა და ახლის შესახებ"მარად ახალო და მარად ძველო, რომელიც განაახლებ ყველაფერს და აბერებ მზვაობართ, თუმცა თვითონაც არ იციან ეს"- ამ ლოცვის სიტყვებით მიმართავს ნეტარი ავგუსტინე ღმერთს თავისი სახელგანთქმული "აღსარებანის" პირველ წიგნში. ეკლესიის მამა სიძველესა და სიახლეს უკავშირებს ტრანსცედენტულ ღვთაებას და მასში წარმოაჩენს მათ.