პოლიტიკურმა პარტია "გირჩმა" გასული წლის აპრილში რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნა, სახელწოდებით "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება". ორგანიზაცია წვევამდელებს სასულიერო პირებად აკურთხებს და შესაბამის ცნობებსაც გასცემს.
გადაცემის სტუმარია "გირჩის" დამფუძნებელი, ბიბლიური თავისუფლების მიტროპოლიტი ვახტანგი (მეგრელიშვილი).