10-12 ივლისს აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მესტიას ეწვია.
მან სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმიც მოინახულა. ელჩი გაეცნო შთამბეჭდავ კოლექციას, რომლის შენარჩუნება და დაცვა აშშ-ის მთავრობამ 2009 წელს დააფინანსა. ასევე, ზურდულზე საბაგიროთი ავიდა და კავკასიის მთების ულამაზესი ხედებით ისიამოვნა.
მოგზაურობისას ელჩს შესაძლებლობა მიეცა, შეხვედროდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს, ნინო ვიბლიანს, რომელიც საქართველოში ერთადერთი ქალი გუბერნატორის მოადგილეა.