თბილისის ზოოპარკში პავიანების გვარის მაიმუნი (ჰამადრილი) დაიბადა. ამის შესახებ თბილისის ზოოპარკი Fb-გვერდზე წერს.
"ეს თავქარიანი არსება ჰამადრილების ოჯახის ახალი წევრია. თავქარიანი იმიტომ კი არაა, რომ ზედმეტად ცერცეტია, უბრალოდ გამელოტებული კაცის ვარცხნილობა აქვს და ქარი ხან მარჯვნიდან უქიქინებს თავზე, ხან - მარცხნიდან.
ჰო, ქვაზე დახატულ ეშმაკს კი ჰგავს, ცოტა არ იყოს, მაგრამ ეგ არაფერი. ცოტა ხანში ისე დამშვენდება, გიშრის დაკიდება მოგვიწევს, თვალი რომ არ ეცეს". – წერს გვერდის ადმინისტრატორი.