"მერე რა, რომ ზამთარია, მზად ვართ სკანდინავიური ყინვებისთვის" - დაწერა ქალთა საფეხბურთო კლუბმა ლანჩხუთმა და ამით ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩს გამოეხმაურა, რომელიც 9 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
კლუბმა Facebook-ზე სურათიც გამოაქვეყნა, სადაც მოთამაშეები მწვრთნელთან ერთად დგანან.
19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. მათ რუმინული კლუჟი დაამარცხეს ანგარიშით 0-1.