სანამ უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროა თავმოყრილი, დონბასის ფრონტის ხაზზე მცხოვრები უკრაინელები ომისთვის ემზადებიან.
CNN-ი ფრონტის ხაზიდან ფოტოებს ავრცელებს.
ფოტოგრაფმა ტიმოთი ფადეკმა, რომელიც 21 იანვარს ფრონტის ხაზზე, ლუგანსკის რეგიონში იყო, CNN-თან თქვა, რომ ხალხი ამ მოვლენის მიმართ უცნაურად მშვიდადაა განწყობილი.
"მათ მიიღეს ის, რაც გარდაუვალია. ერთ ჯარისკაცს ველაპარაკებოდი და მან მითხრა: "ეს გარდაუვალია. ჩვენ მივიღეთ თავდასხმის გარდაუვლობა". შემდეგ ორ ჯარისკაცს შორის დავა დაიწყო. ერთმა თქვა: "რუსები საზღვრიდან არ გადმოვლენ, ისინი ზღვიდან შემოგვიტევენ" – იგულისხმა აზოვის ზღვა. კიდევ ერთი ჯარისკაცი ორივე შეფასებას შეეწინააღმდეგა და თქვა: "არა, ეს თავდასხმა ბელარუსიდან დაიწყება", – ამბობს ფადეკი CNN-თან.
"ისინი ბედს შეეგუვნენ, მაგრამ ძალიან მშვიდად არიან. ნერვიულობის ნიშანსაც ვერ დაინახავთ მათ სახეზე. ისინი მზად არიან ბრძოლისთვის. ამისთვის უკვე მრავალი წელია მზად არიან. ეს არ სურთ. მე მათ ვკითხე: "გსურთ ომი?", მათ კი მიპასუხეს: "რა თქმა უნდა, არა", – თქვა ფოტოგრაფმა.