Vanity Fair ბეჭდების მბრძანებლის სერიალის, ძალაუფლების ბეჭდების პერსონაჟებისა და გადასაღები მოედნის პირველი კადრები გამოაქვეყნა.
სერიალი 2022 წლის 2 სექტემბერს გამოვა. სერიალზე სტუდია Amazon-ი მუშაობს. სერიალის სიუჟეტი შუახმელეთის მეორე ეპოქაში განვითარდება და ბნელეთის მბრძანებლის, საურონის მიერ ძალაუფლების ბეჭდების დამზადებას შეეხება.
გამოქვეყნებულ ფოტოებში დასახელებულია რამდენიმე პერსონაჟი: გალადრიელი, ელრონდი, დურინ IV, ჰალბრანდი, ბრონვინი, არონდირი და დისა.