1990 წლის 21 იანვარს ასობით ათასმა უკრაინელმა 1919 წლის უნიფიკაციის აქტის წლისთავის აღსანიშნავად შვიდასკილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი მოაწყო. აქტი აერთიანებდა უკრაინის სახალხო რესპუბლიკასა და დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკას. ცოცხალი ჯაჭვი კიევიდან ლვოლამდე გადაიჭიმა.
1990 წლის საპროტესტო ტალღა პერესტროიკის, გარდაქმნის დროს ჯერ კიდევ საბჭოთა უკრაინაში წარიმართა. ხალხი ცოცხალ ჯაჭვში ჩაება, დამოუკიდებლობის გზაზე უკრაინის ერთიანობის საჩვენებლად.
პროტესტის ტალღამ შესაძლებელი გახადა, რომ დემოკრატიულ ოპოზიციას არჩევნებში ხმათა 25% მოეპოვებინა. შედეგად, 1990 წლის 16 ივლისს ხელი მოეწერა უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც დგინდებოდა უკრაინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლება, ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ხალხის მმართველობა. უკანასკნელმა კი თავის მხრივ ხელი შეუწყო 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებას.
გთავაზობთ რადიო თავისუფლების უკრაინის გამოცემის მიერ მოპოვებულ საარქივო ფოტოებს.
დონეცკისა და ხარკოვის წარმომადგენლები კიევის ცოცხალ ჯაჭვში. აბრაზე წერია: "ხარკოვი და დონეცკი უხსოვარი დროიდან უკრაინის ნაწილია"
კიევი
საბჭოთა რეჟიმის ცნობით, ცოცხალ ჯაჭვში 450 000-მდე ადამინი მონაწილეობა
კიევის ცენტრში, ტარას შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრის მახლობლად
დელეგაცია დონეცკიდან, კიევი
ლვოვი
ცოცხალი ჯაჭვი ლვოვში
როვნო
აქცია ჟიტომირის სპარტაკის სტადიონზე ბანერზე წერია: 1919 წლის 22 იანვარი - გაერთიანების აქტი. 1939 წლის 17 სექტემბერი [პოლონეთში საბჭოთა შეჭრის დღე] – პოლიტიკური თამაში
ბანერის მიხედვით, აქციაზე იმყოფებოდნენ ჩერკასკის წარმომადგენლებიც