საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, მალხაზ სონღულაშვილი უკრაინაში იმყოფება. მან კიევში, ბუჩასა და ირპენში გადაღებული ფოტოები ტაბულას მიაწოდა.
"ტირანიის მიერ ნაწამები: ქვეყანა, ადამიანები, ბუნება. რაც დანგრეულია, ყველაფერი რომც მალე აღდგეს, დაკარგულ სიცოცხლეს და ტრამვირებულ გულს ადვილად აღარასდროს ეშველება. სირცხვილი მათ, ვინც ენის მოჩლექით ლაპარაკობენ ტირანზე და ამ ბარბაროსულ ომზე: wake up, people, wake up" - წერს მალხაზ სონღულაშვილი.