23 აგვისტოს მშვიდობის ხიდთან უკრაინის ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილი ფლეშმობი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ომის შედეგად საქართველოში გადაადგილებულმა უკრაინელებმა, ასევე ქართველმა და უკრაინელმა აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს.
ბავშვებმა და რიგითმა მოქალაქეებმა უკრაინის 32-მეტრიანი დროშა უკრაინის 32-წლიანი დამოუკიდებლობის პატივსაცემად გაშალეს.