ორი დღე გავატარეთ მთავრობასთან, პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან საუბარში. უნდა ვთქვა, რომ ის სიტუაცია, რაც დამხვდა ჩამოსვლისას არის უაღრესად ამაღელვებელი. თბილისის ქუჩებში ადგილი აქვს ძალადობას, რომელსაც ჩვენ ვგმობთ. ჩვენმა პრეზიდენტმა ეს ძალიან გარკევით აღნიშნა. ძალიან შემაშფოთებელი მოვლენები ვითარდება [უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის] კანონმდებლობასთან დაკავშირბით. კანონი, რომელიც მეორე მოსმენით მიიღეს მიუღებელია და შექმნის დაბრკოლებებს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში. ამავდროულად, 9 პუნქტის შესახებ პროგრესი, ამ დროისთვის, შეზღუდულია და არც ეს არის კარგი. თუმცა, არის კიდევ დრო, ჩვენ რეკომენდაციებს გავცემთ სექტემბერში და ანგარიშს გამოვაქვეყნებთ ოქტომბერში, ამიტომ, დრო კიდევ არის, მაგრამ ბურთი მთავრობის მოედანზეა.
tbl.ge/6rwm
დაკოპირდა
ამბობს ევროკომისის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი.
ამავე თემაზე
- ოპერატორებისგან ნომრების კუთვნილება გამოვითხოვეთ – მონაცემთა სამსახური უცნობ ზარებზე
- ზურაბიშვილი: ხელისუფლება ევროპულ მომავალს გვართმევს
- უოტსონი: აგენტების კანონზე ვეტოს დადებით პრეზიდენტი საქართველოს ევროატლანტიკურ გზას იცავს
- მიშელი: ვეტო კანონზე დაფიქრების საშუალებას იძლევა, კანონი EU-ს ღირებულებებს არ შეესაბამება
- კონგრესში რუსული კანონის ინიციატორთა სანქციებზე კანონპროექტის ინიცირება იგეგმება