რუსული კანონი

მეუფე საბა: არცერთი კანონი არ ღირს იმად, რომ ჩვენი შვილები დაშავდნენ

არ შეიძლება, პოლიციელებმა ახალგაზრდა გოგონებს მუშტები ურტყან. არც ის შეიძლება, რომ ახალგაზრდებმა სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენონ. ერთმნიშვნელოვნად, პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და მის მმართველებს ეკისრებათ. დიახ, მათ. რადგან, არ შეიძლება, ხალხს მეორე აქცია მოუწყო და ისინი ერთმანეთს დააპირისპირო. როცა ხედავ, რომ ქვეყანაში მღელვარება და ბევრი კითხვაა - რაც არ უნდა იყოს, არცერთი კანონი არ ღირს იმად, რომ ჩვენი შვილები დაშავდნენ. 

ჩვენი წინაპრების მოწოდება ყოველთვის იყო, რომ თავი დაგვეღწია იქიდან, სადაც საუკუნეების განმავლობაში მონობაში ვიყავით. არავის უნდა, რომ თუნდაც რაღაც კუთხით დავემსგავსოთ იმ ქვეყანას, სადაც ტირანიაა და ადამიანებს თავისუფლება არ აქვთ. 

თქვა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, საბა ინწკირველმა.

კომენტარები