რუსული კანონი

ზურაბიშვილი ქართულ ოცნებაზე: უნდათ, რომ მოსკოვს ასიამოვნონ

თქვეს, რომ გაიწვევდნენ კანონს და თავიდან არ მიირებდნენ, ახლა კი ყველაფერზე იტყუებიან. იმედები გაუცრუეს და მოატყუეს თავიანთივე მოსახლეობა.

ამას რატომ აკეთებენ, პოლიტიკური თვალსაზრისით სრულიად გაუგებარია. ეს აღარ არის ის, რაც შეიძლება ადრე თქმულიყო, რომ ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ, დღეს ეს ვერაფრით ვერ აიხსნება გარდა იმისა, რომ უნდათ, ასიამოვნონ მოსკოვს და ერთ ცენტრს, რომელიც ვერ ეგუება, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა, რომელიც ხედავს, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები ძალიან ახლოსაა და ხედავს, რომ კავკასია აღარ არის რუსეთისთვის განკუთვნილი ბაღი - ეს არის ის, რაც არ სიამოვნებს მოსკოვს და არ სიამოვნებს მათ, ვინც, როგორც ივანიშვილის სიტყვის შემდეგ ნათლად ჩანს, მოსკოვს ემსახურებიან.

თქვა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Deutsche Welles-თვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები