ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასი: ისრაელის მიერ რაფას ევაკუირების დაწყება ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს ჩაშლის

AFP

ჰამასის წარმომადგენლის თქმით, თუ ისრაელი ქალაქ რაფას ევაკუირებაზე მოწოდებებს დაიწყებს, ეს ჩაშლის ცეცხლის შეწყვეტაზე და მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების პროცესს. ამის შესახებ ჰამასის წარმომადგენელმა Walla news-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 

"ისრაელის გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს მოსახლეობის ევაკუირება შეაჩერებს მოლაპარაკებებს, რომელიც კარგად პროგრესირებდა და შეთანხმებასთან ახლოს ვიყავით" - თქვა ჰამასის წარმომადგენელმა. 

ისრაელი ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაში სახმელეთო სამხედრო ოპერაციას უკვე თვეზე მეტია გეგმავს. პარალელურად, იზრდება საერთაშორისო ძალისხმევა ისრაელს და ჰამასს შორის ცეცხლის დროებით შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად. 

კომენტარები