პოლონეთი

ევროკომისია პოლონეთის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო რეფორმის დავას შეწყვეტს

ევროკომისია პოლონეთის წინააღმდეგ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ დავას შეწყვეტს - ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს

როგორც ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, პოლონეთმა შეასრულა ევროკომისიის მოთხოვნა და გაატარა მთელი რიგი ცვლილებები საკანონმდებლო და არასაკანონმდებლო მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობასთან მიმართებით - პოლონეთმა აღიარა ევროკავშირის სამართლის უზენაესობა და მზად არის დანერგოს ევროკავშირის იუსტიციის სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიემართება სასამართლო დამოუკიდებლობას. 

ევროკავშირსა და პოლონეთს შორის პოლონეთის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით დავა 6 წლის მანძილზე გაგრძელდა - აქამდე, 2021 წლის  7 ოქტომბერს პოლონეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში პოლონეთის კანონმდებლობას ევროკავშირის კანონმდებლობაზე მაღლა აყენებდა - ამ გადაწყვეტილებამ გააჩინა შიში, რომ პოლონეთი სულ უფრო შორდებოდა ევროკავშირს და მისი გაერთიანებიდან გასვლის საფრთხე არსებობდა.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ ლაიენი აღნიშნულ ფაქტს აფასებს, როგორც პოლონეთისთვის ახალი ეტაპის დასაწყისს და პოლონეთის პრემიერ მინისტრს, დონალდ ტუსკსა და მის მთავრობას ულოცავს ამ მიღწევას. 

"დღევანდელი დღე არის ნიშნული, პოლონეთისთვის ახალი ეტაპის საწყისისა. ექვსზე მეტი წლის შემდეგ, ჩვენ მივიჩნევთ, რომ მე-7 მუხლის პროცედურა, შესაძლოა დაიხუროს. ვულოცავ პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკსა და მის მთავრობას ამ მნიშვნელოვან მიღწევას. ეს პოლონეთის მძიმე შრომისა და რეფორმების მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგია. პოლონეთის საკანონმდებლო სისტემის მიმდინარე რესტავრაცია მნიშვნელოვანია როგორც პოლონელი ხალხისთვის, ასევე ჩვენი კავშირისთვის ერთიანდ - ეს არის დასტური კანონის უზენაესობის და დემოკრატიის სიმტკიცისა ევროპაში". - თქვა  ფონ ლაიენმა.

ევროკომისიის ინიციატივას (პოლონეთთან საჯარიმო პროცედურის შეწყვეტასთან დაკავშირებით), ევროპულ საქმეთა მინისტრები 21 მაისს, ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ, რის შემდეგაც ევროკომისია საბოლოოდ შეწყვეტს პოლონეთის წინააღმდეგ პროცედურას. 

 

 

კომენტარები