ევროპის თავდაცვის პოლიტიკა

ტუსკის თქმით, ევროპამ თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გაზარდოს, რათა უსაფრთხოდ იყოს

პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი
EFE/EPA/Pawel Supernak

პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა 7 მაისს გამოსვლისას განაცხადა, რომ კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად და უსაფრთხოებისთვის ევროპას თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა სჭირდება. ტუსკმა ასევე გაიმეორა მოწოდებები, რომ ევროპაში საერთო თავდაცვითი სისტემა შეიქმნას.

ევროპულ ეკონომიკურ კონგრესზე საუბრისას ტუსკმა პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს მიმართა და განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ერთობლივად თავდაცვაზე დახარჯული ბიუჯეტი, სულ მცირე, €100 მილიარდით უნდა გაზარდონ.

"ევროპა მომდევნო თვეებში და სრულად მომდევნო ხუთ წელიწადში უნდა მოემზადოს ისეთი სიტუაციისთვის, რომელშიც მსოფლიოს ვერცერთი ძალა გაბედავს, მის [ევროპის] წინააღმდეგ ხელი აწიოს". - თქვა ტუსკმა.

ტუსკის თქმით, საერთო საჰაერო თავდაცვა "ევროპული პროექტი უნდა გახდეს, რომელიც ევროპის თავზე [თავდაცვითი] გუმბათის აშენების ფინანსურ ძალისხმევას გულისხმობს". პოლონეთის პრემიერმა ისიც დაამატა, რომ "ჩვენ ევროპული ცის დასაცავად ბევრად მეტი ინიციატივები და შეხვედრები გვაქვს, ვიდრე რეალური ქმედებები".

კომენტარები