ალექსანდრე გრიგოლაშვილი

ალექსანდრე გრიგოლაშვილი თბილისის აეროპორტში 08:20 საათზე ჩამოასვენეს

გრიგოლაშვილის ჩამოსვენებას ოჯახის წევრები და მეგობრები მთელი ღამის განმავლობაში ელოდებოდნენ
tabula.ge

უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი ალექსანდრე გრიგოლაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დილით 08:20 საათზე ჩამოასვენეს. გარდაცვლილი მისმა უკრაინელმა თანამებრძოლებმა ჩამოაცილეს. აეროპორტში რეისის დაჯდომას ოჯახის წევრებთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე და უკრაინის საკონსულოს წარმომადგნლები დახვდნენ. როგორც ცნბილია, ცხედარი ქუთაისში, გრიგოლაშვილის საკუთარ სახლში გადაასვენეს. 

შეგახსენებთ, რომ თვვითმფრინავი შაბათს 20 დეკემბერს 23:00 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა უამინდობის გამო ის ერევანში დაჯდა. როგორც აეროპორტში ტაბულას გადამღებ ჯგუფს განუცხადეს, თბილისის აეროპორტში დაშვება ვერ შესძლეს მიუნხენის, თელავივის, ვარშავასა და სტამბოლის რეისებმა. დილის 07:00 საათისთვის ყველა რეისი აღდგა.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 20 დეკემბერს 23:00 საათზე უნდა ჩამოესვენებინათ. ალექსანდრე გრიგოლაშვილი ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიესთან დაიღუპა. ცნობილია, რომ უკრაინელ მებრძოლთა ჯგუფი ჩასაფრებაში მოჰყვა, რის შედეგადაც ორი მებრძოლი დაიღუპა. გრიგოლაშვილი უკრაინაში რამდენიმე თვე იმყოფებოდა, იგი აიდარის სადაზვერვო ქვედანაყოფს მეთაურობდა. ეს უკრაინაში ქართველ მებრძოლებს შორის პირველი მსხვერპლია.

კომენტარები