იური ვაზაგაშვილის საქმე

სუბარი: იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ჰგავს სააკაშვილის ხელისუფლების ხელწერას

სოზარ სუბარი
Georgian Times

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადასახლებულთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ძალიან ჰგავს სააკაშვილის ხელისუფლების ხელწერას.

"სააკაშვილის ხელისუფლება იყო ტერორისტული ხელისუფლება, რომელიც ქუჩაში ხოცავდა თავის მოქალაქეებს, ყოველგვარი სასამართლოს და განაჩენის გარეშე. იმ ხელწერას ძალიან ჰგავს ის, რაც მოხდა იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით. მაგრამ როგორც თავის დროზე ზურაბ ვაზაგაშვილის მიმართ განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა 2 მაისს შეაჩერა ქუჩაში მკვლელობების სერია, ისე დარწმუნებული ვარ, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იქნება გარდატეხა მიდგომაში მსგავსი დამნაშავეების მიმართ. ყველა დამნაშავე აგებს პასუხს, ვისაც მიუძღვის ბრალი იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში და ვისაც ის საშინელი დანაშაულები აქვს ჩადენილი წლების განმავლობაში. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი წარსდგება სასამართლოს წინაშე პირველი ტერორისტის - მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით", - თქვა სუბარმა.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის საფლავზე დაიღუპა. პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები