კრიმინალი

მცხეთაში მამათა მონასტერი გაქურდეს

მცხეთაში მამათა მონასტერი გაქურდეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 1982 წელს დაბადებულმა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევმა ზურაბ ს-მ გეთსიმანიის მამათა მონასტრის კელიაში შეაღწია, კომპიუტერი და მობილური ტელეფონი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ზურაბ ს. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, მამათა მონასტრიდან დაახლოებით 50 მეტრში, ქურდობის ბრალდებით დააკავეს. პირადი ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთები - კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

კომენტარები