ლარის კურსი

ბაქრაძე: ჩვენ, ეროვნულმა ბანკმა, რაც გავაკეთეთ, იყო სწორი და დროული

gametv.ge/

ჩვენ რაც გავაკეთეთ, იყო სწორი და დროული, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ განაცხადა.

"პირველ რიგში, ყველაფერი, რაც ამასთან დაკავშირებით უნდა თქმულიყო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე თქვა. რაც შეეხება ჩვენს ქმედებებს, ის დადებითად იყო შეფასებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, მათ შორის სავალუტო ფონდის მიერ. არც არაფერი დაგვიგვიანია და ის, რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ სწორად", - განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, ეროვნული ბანკი მომავალშიც იზრუნებს იმაზე, რომ საქართველოს ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოფილი იყოს.

"როგორც წესი, ჩვენ ვცვლით რეფინანსირების განაკვეთს, როცა იცვლება ინფლაციური მოლოდინები და ვცვლით იმისთვის, რომ გავლენა მოვახდინოთ, პირველ რიგში, სწორედ ინფლაციურ მოლოდინებზე. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე. ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, იყო სწორი, დროული და ჩვენ შემდგომშიც ვიზრუნებთ იმაზე, რომ ფასების სტაბილურობა, ფინანსური სტაბილურობა, რაც არის ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატი, იქნება უზრუნველყოფილი", - განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები