დემოგრაფიული მაჩვენებელი

საქსტატი: 2014-ში შემცირდა ქორწინების რაოდენობა, გაიზარდა განქორწინების რიცხვი

რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა
საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 9.1%-ით შემცირდა და 31 526 შეადგინა

რაც შეეხება განქორწინებას, გასულ წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 9 119 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 12.7%-ით აღემატება

საქსტატის მონაცემებით, 2014-ში 2013 წელთან შედარებით 27.5%-ით გაიზარდა განქორწინებათა რიცხვი 0-10 წლამდე ხანგრძლივობის ქორწინებებში. განქორწინებათა საერთო რაოდენობაში 1 წლამდე ხანგრძლივობის ქორწინებების წილი ყველაზე მაღალია - 7.7%.

კომენტარები