მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი თქვა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ სამშობლოში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკური დევნა ემუქრება. ამის შესახებ უკრაინის პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. უწყება აღნიშნავს, რომ თბილისის მოთხოვნაზე მოკვლევა დაასრულა და მივიდა შემდეგ დასკვნამდე - არსებობს რისკი, რომ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა მიზნად ისახავს მის დევნას პოლიტიკური მოტივებით.

გარდა ამისა, პროკურატურის განცხადებით, სააკაშვილის ექსტრადირება ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების 1950 წლის კონვენციის მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მოვიდოდა. შესაბამისად, უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება ექსტრადირებაზე უარის შესახებ, რის თაობაზეც ქართველ კოლეგებს შეატყობინა.

კომენტარები