საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილედ გიზო უგლავა დაინიშნა

http://lcs.ge/

უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე გიზო უგლავა დაინიშნა. ამის შესახებ ბრიფინგზე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა არტემ სიტნიკმა განაცხადა.

„ის საქართველოს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელია. მას რიგი ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა, მათ შორის მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაც. მაგრამ, გულწრფელად გეტყვით, მთავარი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე, იყო არა თანამდებობები, არამედ შედეგები, რასაც უგლავამ კორუფციასთან ბრძოლაში მიაღწია და მისი მონაწილეობა საქართველოს ახალი ანტიკორუფციული სისტემის შექმნაში“, - განაცხადა სიტნიკმა.

მისი თქმით, პირველი მოადგილე ბიუროს ძირითადი სამსახურის - დეტექტივების მუშაობას, ასევე ოპერატიულ-ტექნიკურ და ანალიტიკურ სამსახურებს უხელმძღვანელებს.

უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად არტემ სიტნიკი 16 აპრილს, კონკურსის შედეგად დაინიშნა.

კომენტარები