ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია

სააკაშვილი: ის კაცი მშვიდად იყოს, მარგველაშვილთან საიდუმლო შეხვედრა არ იქნება

მივულოცე, მაგრამ მათ ყველას იქ ისეთი ეჭვიანი, ბოროტი დედინაცვალი თუ მამინაცვალი ელოდებათ, იმდენად დიდი პრობლემები აქვთ და იმდენი თვალი უყურებს და როგორც დაინახეთ იმდენი მეთვალყურე გამოაყოლეს, რომ ნამდვილად არ მინდა, ვინმე ჩავაყენო უხერხულ მდგომარეობაში. თან ახლა მაგვიანდება, მივფრინავ, მერკელთან და სხვებთან ერთად უნდა განვიხილო საქართველოს საკითხები. დღეს მარგველაშვილისთვის დრო არ მაქვს. იმ კაცს შეუძლია, იყოს მშვიდად და წყნარად, არანაირი საიდუმლო შეხვედრები არ შედგება.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას დაესწრო. ჟურნალისტებმა მას შემდეგ ჰკითხეს, მიულოცა თუ არა მან საქართველოს დელეგაციას დოკუმენტის რატიფიკაცია.

კომენტარები