ხათუნა სამნიძე

სამნიძე: პოლიტიკური პარტნიორისგან უპასუხისმგებლო განცხადებების ნახვა მძიმეა

არც ვამეტებ და არც იმ უსაფუძვლო სტერეოტიპული წარმოდგენის გამყარება მინდა, თითქოს ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით ყველაფერი და კრიტიკის გარეშე არ შეგვიძლია, მაგრამ უნდა ვთქვა - ჰო, ჩვენ ბევრ დროს ვუთმობთ და უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვფიქრდებით თითოეულ სიტყვაზე და განცხადებაზე, რომელზეც ვმუშაობთ, ვმსჯელობთ და გიზიარებთ. ხოდა, მორიგი ასეთი რესპუბლიკური დღის ბოლოს, ახალი ამბების დათვალიერებისას ზედიზედ სამ უპასუხისმგებლო განცხადებას რომ ხედავ პოლიტიკური პარტნიორი(ები)სგან, მართლა ძალიან მძიმეა.

ასე ეხმაურება რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე Facebook-ზე ალექსანდრე გრიგოლაშვილთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს განცხადებას.

კომენტარები