ბორის ნემცოვის მკვლელობა

სააკაშვილი ნემცოვზე: ის იყო სხვა ერების მეგობარი და რუსეთის ნამდვილი პატრიოტი

ბორის ნემცოვს ბოლოს რამდენიმე დღის წინ, კიევში, სასტუმრო ფერმონტში შვხვდი. სადილზე მითხრა იმ მსვლელობის შესახებ, რომლის გამართვასაც ის და მისი თანამოაზრეები მოსკოვში გეგმავდნენ. ვკითხე, თუ ეშინოდა თავისი უსაფრთხოების რუსეთში, განსაკუთრებით ახლა. მან მითხრა, რომ პუტინი თავისი წესებით ცხოვრობს და არ ჰგონია, დიდი ხნით ჩასვან ციხეში. მე შევაწყვეტინე და ვუთხარი, რომ დაჭერაზე მეტად მოწამვლის უნდა ეშინოდეს ამ წითელღვინიანი ბოკლით, რომელიც ხელში ეჭირა. როდესაც მისი სახის გამომეტყველებას შევხედე, მივხვდი, რომ უადგილოდ ვიხუმრე.

შემდეგ, კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ დაასრულებს პუტინი. შევთანხმდით, რომ მისი ქცევაში მილოშევიჩის უამრავი პარალელია, რომელიც ომმა გახადა პოპულარული და მანვე დაღუპა. დღეს გამახსენდა, რომ მილოშევიჩის დროს ასევე კლავდნენ ოპოზიციონერებს. ბორის ნემცოვი ძალიან მამაცი ადამიანი იყო და მასშტაბური. მასთან შესაძლებელი იყო კამათი და ისიც, რომ არ დათანხმებოდი, მაგრამ გულგრილი ვერ დარჩებოდი. მას ვიცნობდი 90-იანი წლებიდან, ხშირად ვსაუბრობდით, განსაკუთრებით ბოლო წლებში. გარდაიცვალა სხვა ხალხის მეგობარი და ამავდროულად, რუსეთის ნამდვილი პატრიოტი, უბრალოდ საინტერესო ადამიანი იმ ქვეყანაში, რომელსაც მართავენ ბოროტი არსებები. ძალიან სამწუხაროა.

რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ში გამოეხმაურა.

კომენტარები