ბორის ნემცოვის მკვლელობა

კანდელაკი: ნემცოვის სიკვდილით დასჯა პუტინს ვერ უშველის, ის აუცილებლად დაემხობა

შოკირებული ვარ ბორის ნემცოვის მოსკოვის ცენტრში, ფაქტიურად, სიკვდილით დასჯით. რამდენჯერმე მქონდა ბედნიერება ამ ადამიანთან შეხვედრის. იყო სრულიად საღ პოზიციებზე, მათ შორის საქართველოს საკითხშიც, მათ შორის ბიძინაზე. უკრაინაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. პუტინის დამხობის შემდეგ აუცილებლად იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი რუსეთის ნორმალურობისკენ წაყვანისა. ეს პუტინს ვერ უშველის, აუცილებლად დაემხობა.

საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობას Facebook-ში გამოეხმაურა.

კომენტარები