ყველა ბედნიერი მასშტაბური რეფორმით ვერ არის. ვერ არის, მაგალითად, ბედნიერი ტურიზმის სააგენტო, ის რომ ბედნიერი იყოს, მაშინ არ უნდა ერქვას ტურიზმის სააგენტო. როგორც ჩემზე უფრო კომპეტენტური უწყება აცხადებს ამ სფეროში, 1 სექტემბერს, როცა ეს რეფორმა [საემიგრაციო] შევიდა ძალაში, ამან გამოიწვია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 2014 წელს, ჩვენი ტურისტების ნაკადის 42 000 ადამიანით შემცირება: ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების. აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა ხომ შევავიწროვეთ ეს და ჩვენ წარმატება მივიღეთ ბრუსელში და ჩვენ ველოდებით რიგის სამიტზე რაღაცა ტიპის წარმატებას. ყველაფერი ერთ სამიტზე ვერ მოხდება, მაგრამ უნდა გაიხსნას და ეს უნდა დაიწეროს შავით თეთრზე, რომ პერსპექტივა გაიხსნა. მერე ჩვენ შეგვიძლია უკვე დადგენილ ჩარჩოში ვაკონტროლოთ და შემოვუშვათ ის, ვინც ჩვენი ქვეყნის კეთილმოსრნეა, ტურისტია, ან რაც მთავარია ინვესტორია
tbl.ge/4bh
დაკოპირდა
განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია იმედის გადაცემა ქრონიკაში, 18 თებერვალს
ამავე თემაზე
- ვაშაძე: იუსტიციის სამინისტრო სავიზო პოლიტიკის გამკაცრებას ევროპას აბრალებს
- პარლამენტში სავიზო რეგულაციების გამარტივებაზე იმსჯელეს
- გასულ წელს მიღებული სავიზო რეგულაციები მარტივდება
- კვირიკაშვილი: სავიზო რეგულაციების ეფექტი ტურიზმის შემცირებაზე, მინიმალურია
- საელჩო: წულუკიანმა თქვა, რომ ისე არ გაუკეთებია განცხადება, როგორც გავრცელდა