რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

თოფაძე: ივანიშვილს არაფერი მოუტყუებია, ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებს

ყველაფერი კარგად იქნება. ბიძინა ივანიშვილს არაფერი მოუტყუებია, რასაც ამბობდა, ამ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს. საქართველო სწორ გზას დაადგა და სწორედ ეს არის ამათთვის მიუღებელი. ბიძინა ამბობს, მოდით, ნუ ვიქნებით რუსეთთან ცუდადო, აი, ეს აგიჟებთ ამათ, ნაციონალებს. ბიძინა ამბობს, ომით და ჩხუბით რუსეთს ვერაფერს წაართმევ, საჭიროა მოლაპარაკებებიო. რას ამბობს არასწორს? მე ახლაც მგონია, რომ იგივე ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას, ამ თემას გაცილებით წინ გავწევთ რუსეთთან ნორმალური, დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობებით, ვიდრე ლანძღვა-გინებით. რუსეთის ლანძღვა-გინებით რა მივიღეთ? ნატო, ნატოს ძახილით რა მივიღეთ? ნატო და ნატო, კარგით რა, ახლა, ეს რომ ზღაპარია, არ ვიცით? ხალხს აბრუებენ...

აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე საერთო გაზეთთან ინტერვიუში.

კომენტარები