NATO-საქართველო

თოფაძე: NATO რისი მშველელია? NATO-ს ჩადენილი არ არის ის, რაც მოხდა ერაყში?

დავუშვათ, მოხდა სასწაული და შემოვიდა NATO, ხომ იციან ამ პოლიტიკოსებმა, რომ ეს დაღუპავს ჩვენს ქვეყანას? წარმოიდგინეთ, შემოვიდა NATO საქართველოში, კავკასიის ქედზე დააყენა ბალისტიკური რაკეტები და პირდაპირ კრემლში პუტინის კაბინეტს დაუმიზნა. ამის საშუალებას მოგცემს რუსეთი? მონაგონი იქნება უკრაინა, კაცო. გეუბნება, რუსეთი, არ გინდა NATO, მოდით, ვილაპარაკოთო და შენ კიდევ NATO-ში გინდა. NATO რისI მშველელია. NATO-ს ჩადენილი არ არის ის, რაც მოხდა ერაყში? იგივე ლიბია, ივგოსლავია, ხომ ნახეთ, რაც მოხდა იქ? 

განაცხადა საერთო გაზეთთან ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ.

კომენტარები