სახელმწიფო და მედია

ღარიბაშვილი: მოსახლეობა მეუბნება, გააჩუმეთ ეს ტელევიზიებიო

ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც სიცრუის ტირაჟირებას ახდენენ. ასეთ ზღვარგადასულ სიცრუეს ეუბნებიან მოსახლეობას. რას ფიქრობენ, ოდესმე დაუსვამთ საკუთარი თავისთვის კითხვა? რამეს აკეთებენ კარგს ჩვენი ქვეყნისთვის? ნახევარზე მეტი ჩვენი მოსახლეობის არის გაჭირვებული. სახელმწიფოსგან დახმარებას საჭიროებენ. იღებენ პენსიას, იღებენ სოციალურ დახმარებას, უმძიმესი ვითარებაა. თქვენ ხართ, უბრალოდ, საშუალებები, თქვენ, უბრალოდ, გიყენებენ, როგორც ბრმა იარაღს, სამწუხაროდ. ქმნით აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობას. არ არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. გააკრიტიკეთ მთავრობა, მაგრამ მიეცით საშუალება, განმარტოს. ჩემს წუხილს, არავის აინტერესებს რა მაწუხებს მე, მოსახლეობის წუხილს გეუბნებით, რომ ყველა რეგიონში, სადაც ჩავდივარ, მოსახლეობა მეუბნება, გააჩუმეთ ეს ტელევიზიებიო. მე ვეუბნები, რომ ვერ გავაჩუმებ, იმიტომ, რომ ეს არის დემოკრატიის არსი, რომ მედია არის თავისუფალი. ხალხის მოთხოვნაა, მათ გავაგებინოთ, რას ვუკეთებთ მათ.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები