ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

კუბლაშვილი: პრემიერს კულტურა უნდა ეყოს და თანამოქალაქეებს სექტა არ უწოდოს

პრემიერს იმდენი კულტურა მაინც უნდა ეყოს, რომ თავის თანამოქალაქეებს სექტა არ უწოდოს და იმ ხალხს, რომელთაც რეალური პრობლემები აწუხებს და ამ პრობლემების დასაფიქსირებლად გამოდის ქუჩაში, შეურაცხყოფა არ მიაყენოს. მაგრამ როგორც ჩანს ამ პრემიერს არც მომავალი აქვს და არც ადარდებს დიდად, რას იტყვიან მასზე. იმიტომ, რომ მისთვის მთავარია როგორ შეაფასებს მას ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილისგან ის შექებას ნამდვილად დაიმსახურებს, მხოლოდ ერთი ადამიანია, ვის წინაშეც პრემიერი არის ანგარიშვალდებული. ეს არის მთავარი პრობლემა დღეს ქვეყნის

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი, პრემიერმინისტრის განცხადებას, რომელმაც 21 მარტის აქციაზე საუბრისას, ენმ - სექტად და დესტრუქციულ ძალად მოიხსენია.

კომენტარები