თინა ხიდაშელის ინტერვიუ

ხიდაშელი: ჩემი და ივანიშვილის ღირებულებათა სისტემა ერთმანეთს ემთხვევა

მას [ბიძინა ივანიშვილს] მე ნაკლებად ვურეკავ, მაგრამ მისთვის დამირეკავს კიდეც. როდესაც იცი, რომ ქვეყანაში ადამიანი არსებობს, რომლის აზრიც, ალბათ, ბევრისთვის ყველაზე მეტად ანგარიშსგასაწევი და საინტერესოა, მას აზრი უნდა ჰკითხო. როდესაც ქუჩაში მიტინგი იყო და ტაბურეტკებით დარბოდნენ, ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად დავურეკავდი და დიახ, დავურეკე კიდეც. პრინციპში, მისი აზრი ვიცოდი და გასარკვევი არაფერი მქონდა. მის პოზიციაში დარწმუნებული ვიყავი. ჩვენი ღირებულებათა სისტემა ერთმანეთს იმდენად ემთხვევა, რომ რაიმეს გარკვევა დიდად არ მჭირდება. წინასწარ ვიცი, მას ასეთი ტიპის მნიშვნელოვან საკითხზე რა დამოკიდებულება ექნება. მას დავურეკე, რადგან მინდოდა, რომ მისი აზრი ჩემს გარდა, სხვებსაც სცოდნოდათ

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თინა ხიდაშელმა for.ge-სთან საუბრისას, არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად

კომენტარები