ჩვენ შესახებ


ტა­ბუ­ლა მკა­ფიო სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის მქო­ნე ყო­ველ­კვი­რე­უ­ლი ჟურ­ნა­ლია, რო­მე­ლიც კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბი­თა და ჟურ­ნა­ლის­ტი­კის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით ხელს შე­უწ­ყობს პო­ლი­ტი­კუ­რი პლუ­რა­ლიზ­მი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბას, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის დაც­ვას. 
დღეს სა­ქარ­თვე­ლო რთუ­ლი, მაგ­რამ გარ­და­უ­ვა­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგას: ია­როს ლი­ბე­რა­ლუ­რი რე­ფორ­მე­ბის სა­სი­ცოც­ხლოდ აუ­ცი­ლე­ბელ და მტკივ­ნე­ულ გზა­ზე, რო­მელ­მაც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ფუ­ძემ­დებ­ლუ­რი პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ბა­მი­სად უნ­და გარ­დაქ­მნას, ან შეწ­ყვი­ტოს არ­სე­ბო­ბა, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა სა­ხელ­მწი­ფომ. 
ჟურ­ნა­ლის მი­ზა­ნია მკით­ხველს და­ეხ­მა­როს ქარ­თუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლე­ბი­სა და იდე­ე­ბის უკეთ გა­გე­ბა­ში. ტა­ბუ­ლა არა მხო­ლოდ მი­მო­ი­ხი­ლავს, თუ რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ო­ში, არა­მედ შე­ეც­დე­ბა გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე; იქ­ცეს იმ რე­ფორ­მე­ბის კა­ტა­ლი­ზა­ტო­რად, რომ­ლე­ბიც გა­ნამ­ტკი­ცე­ბენ სა­მო­ქა­ლა­ქო, ეკო­ნო­მი­კურ და ეროვ­ნულ თა­ვი­სუფ­ლე­ბებს. 
ჟურ­ნალს გა­მოს­ცემს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დი, მე­მარ­ჯვე­ნე ლი­ბერ­ტა­რი­ა­ნუ­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის ბიზ­ნეს­მენ­თა ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. თუმ­ცა, მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლი­სა და მი­სი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ძა­ლის­ხმე­ვა საკ­მა­რი­სი არ არის იმ მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რის­თვი­საც ტა­ბუ­ლას გა­მო­ცე­მა გა­დაწ­ყდა. 
ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე მდგა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­გან მო­ით­ხოვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი არ­ჩე­ვა­ნია, რო­მელ­საც მის ნაც­ვლად სხვა ვე­რა­ვინ გა­ა­კე­თებს. ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა დაც­ვას სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ჩარ­თუ­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. 
ტა­ბუ­ლა წაშ­ლის ტრა­დი­ცი­ულ ბა­რი­ერს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მსა და ჟურ­ნა­ლის­ტი­კას შო­რის. ის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე მო­ქა­ლა­ქე­ებს, არა მხო­ლოდ თვალ­ყუ­რი ადევ­ნონ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს, არა­მედ აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ სა­კუ­თა­რი და მთე­ლი ქვეყ­ნის მო­მავ­ლის გან­საზ­ღვრა­ში. ჩვენ გვჯე­რა, რომ: 
პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა წა­რუ­ვა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა. თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს აქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნი­სა და ცხოვ­რე­ბა­ში მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა, თუ ის ზი­ანს არ აყე­ნებს სხვას. 
სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ სა­ჭი­რო­ებს აღ­მზრდელს სა­ხელ­მწი­ფოს სა­ხით. ამ უკა­ნას­კნე­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მკაც­რად უნ­და იყოს შეზ­ღუ­დუ­ლი და მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნის სი­ცოც­ხლის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­კუთ­რე­ბის დაც­ვით შე­მო­ი­ფარ­გლოს. 
სე­კუ­ლა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო თა­ვი­სუ­ფალ მო­ქა­ლა­ქე­თა თა­ნაც­ხოვ­რე­ბის ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლო ფორ­მაა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­მე­ლიც პა­ტივს სცემს სინ­დი­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი თა­ნაბ­რად უნ­და იყოს და­ცუ­ლი რე­ლი­გი­ი­სა და რწმე­ნის სა­კით­ხებ­ში ნე­ბის­მი­ე­რი ძალ­და­ტა­ნე­ბის­გან. 
თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის არ­სე­ბო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია ეროვ­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს გა­რე­შე. არ­სე­ბულ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ გა­რე­მო­ში სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ და­სავ­ლე­თის პო­ლი­ტი­კურ, სამ­ხედ­რო და ეკო­ნო­მი­კურ ინ­სტი­ტუ­ტებ­ში სრუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ით.