6 სექტემბერი 2010, 19:08
 აგ­ვის­ტო­ში თბი­ლის­ში დავ­რჩი: მათ რიცხვს ვე­კუთ­ვნი, ვინც სიც­ხეს – თუნ­დაც ისეთ აუ­ტა­ნელს, მშრალ­სა და ორ­მოც­და­ხუთ­გრა­დუ­სი­ანს, რო­გო­რიც წელს იყო – შე­და­რე­ბით ად­ვი­ლად და უსარ­გებ­ლო წუ­წუ­ნის გა­რე­შე იტანს. სა­მა­გი­ე­როდ, აგ­ვის­ტოს თვე­ში ცოც­ხლდე­ბა ძვე­ლი, ბავ­შვო­ბის ქა­ლა­ქი-მო­გო­ნე­ბა: და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი ქუ­ჩე­ბით, ფარ­თოდ გა­ღე­ბუ­ლი ფან­ჯრე­ბი­დან გა­მო­მა­ვა­ლი აჯაფ­სან­და­ლის ან ფარ­ში­რე­ბუ­ლი ბულ­გა­რუ­ლის სუ­ნით... ადუ­ღე­ბულ ტრო­ტუ­არ­ზე მო­ა­რუ­ლი დაღ­ლი­ლი, ხი­ლით დატ­ვირ­თუ­ლი დი­ა­სახ­ლი­სე­ბით და უკ­ვე კა­ნონ­გა­რე­შე გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბის მხნე შე­ძა­ხი­ლე­ბით, შა­ბათ-კვი­რა დი­ლას: ლეღ­ვი, ლეღ­ვი... ან ატა­მი, ვაშ­ლი, პა­მი­დო­რი, ატა­მი....
წლე­ვან­დე­ლი აგ­ვის­ტო არა მარ­ტო ღია ფან­ჯრე­ბის, ღია კა­რის თვეც იყო: ქა­ლაქ­ში დარ­ჩე­ნი­ლებ­მა აღარ იცოდ­ნენ რა სა­ხის გა­ნი­ა­ვე­ბა-ვენ­ტი­ლა­ცია-გაგ­რი­ლე­ბის ფორ­მის­თვის მი­ე­მარ­თათ: ჩე­მი სახ­ლის პირ­ველ სარ­თულ­ზე მცხოვ­რე­ბი მე­ზობ­ლის კა­რი მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ფარ­თოდ გახ­სნი­ლი იყო. სიც­ხემ ამ ოჯახს 1990-ია­ნე­ბის ში­შე­ბიც და­ა­ვიწ­ყა და აგ­ვის­ტო­ში კარ­და­კარ მო­ა­რუ­ლი კრი­მი­ნა­ლიც, ჩარ­თულ და მთელ ქუ­ჩა­ზე მო­რახ­რა­ხე გე­ნე­რა­ტო­რე­ბის მომ­პა­რა­ვი ისე, რომ პატ­რო­ნი გა­მოფ­ხიზ­ლე­ბა­საც ვერ ას­წრებ­და... სახ­ლში ცხელ სა­ღა­მოს დაბ­რუ­ნე­ბულს ასე­თი რა­მეც მი­ნა­ხავს: აი­ვან­ზე გად­მომ­დგა­რი, სიც­ხით გა­თან­გუ­ლი ზე­და სარ­თულ­ზე მცხოვ­რე­ბი მე­ზო­ბე­ლი ქა­ლი წყალს პეშ­ვის მე­ქა­ნი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბით ეზოს აკ­მევ­და, თუმ­ცა უშე­დე­გოდ: სა­ღა­მოს უმოწ­ყა­ლო სიც­ხე­შიც კი, წყლის წვე­თე­ბი ჰა­ერ­ში­ვე ორ­თქლდე­ბო­და და ას­ფალტს მხო­ლოდ ორ­თქლის კვა­ლი ეპ­კუ­რე­ბო­და. ვერ მივ­ხვდი, რის ან ვის გა­საგ­რი­ლებ­ლად იყო მი­მარ­თუ­ლი ეს წყალ-კურ­თხე­ვა.
სა­ღა­მო­ო­ბით, იტა­ლი­უ­რი ეზოს შუ­შა­ბან­დებ­ში მე­ზობ­ლე­ბი ბად­რიჯ­ნი­ან კერ­ძებს უღიმ­ღა­მოდ მი­უს­ხდე­ბოდ­ნენ; ასეთ სიც­ხე­ში, ჭა­მას გე­მო არ აქვს, ჩვე­ვაა, მხო­ლოდ... მე­რე სა­ზამ­თრო-ნეს­ვე­ბი და­იჭ­რე­ბო­და. და­სიც­ხუ­ლი და კო­ღო­დაკ­ბე­ნი­ლი ბავ­შვე­ბის ჭინ­ჭყლო­ბას სა­ღა­მოს სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი ლე­იტ­მო­ტი­ვე­ბი ერე­ო­და, წამ­ყვა­ნე­ბის და­ძა­ბუ­ლი ტემ­ბრე­ბი, რუ­სუ­ლი ზე­თის, ჩე­ხუ­რი ლუ­დის და წამ­ყვა­ნი ქარ­თუ­ლი შო­კო­ლა­დის – ბა­რამ­ბოს სა­რეკ­ლა­მო მხი­ა­რუ­ლე­ბა, რა­საც უსა­თუ­ოდ რო­მე­ლი­მე ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის კრი­მი­ნა­ლუ­რი აღ­სა­რე­ბა მოჰ­ყვე­ბო­და, რა­ტომ­ღაც უფ­რო ბრალ­მდებ­ლის კუთ­ხით და­ნა­ხუ­ლი, ვიდ­რე თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლის. ში­გა­და­შიგ, მო­ნო­ტო­ნუ­რად და შემ­დეგ ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი პროგ­რე­სი­ით ვი­თარ­დე­ბო­და ერ­თი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და­სა­ხე­ლე­ბა, სიტ­ყვა, რო­მელ­მაც შე­ჭა­მა ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი, ჯერ ყვე­ლა ბრუნ­ვა­სა და ფორ­მა­ში იხ­მა­რე­ბო­და, შემ­დეგ სას­ვე­ნი ნი­შა­ნი გახ­და, ყვე­ლა წი­ნა­და­დე­ბა­ში რა­ღაც რო­ლი აუ­ცი­ლებ­ლად ეკა­ვა: ბა­თუ­მის აე­რო­პორ­ტი, ბა­თუ­მის სა­ნა­პი­რო, შე­რა­ტონ-ბა­თუ­მი, ბა­თუ­მი მა­ჯეს­ტი­კი, ბა­თუ­მის სტუ­დი­ი­დან, ბა­თუმ­ში პი­ა­ცას მო­ე­დან­ზე, ბა­თუ­მი ბამ­ბა რუმს, ბა­თუმ­მა უმას­პინ­ძლა, ბა­თუმს ეწ­ვია, ბა­თუმს გა­და­უფ­რი­ნა.... ბა­თუმ­ში გა­იხ­სნე­ბა, წყა­ლი ბა­თუმს, მო­და ბა­თუმს, ისევ ბა­თუ­მი და ყვე­ლა­ნა­ი­რი ბა­თუ­მი ბი­თუ­მად.... აი­ვან­ზე ვი­დე­ქი, იტა­ლი­ურ ეზო­ში, ჩაბ­ნე­ლე­ბულ ბი­ნებ­ში აციმ­ცი­მე­ბუ­ლი ეკ­რა­ნე­ბის წინ მო­კა­ლა­თე­ბულ მე­ზობ­ლებს ვუ­ყუ­რებ­დი და ვფიქ­რობ­დი: იქ­ნებ თბი­ლი­სის­თვის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი კუ­რი­ე­რი გა­მო­ეშ­ვათ შემ­დე­გი მოკ­ლე სცე­ნა­რით: იწ­ყე­ბა სა­ღა­მოს გა­მოშ­ვე­ბა, სა­ა­თი, მუ­სი­კა­ლუ­რი ქუ­დი, ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც არის. შემ­დეგ, ჩნდე­ბა წამ­ყვა­ნი და გვიც­ხა­დებს: ბა­ტო­ნე­ბო და ქალ­ბა­ტო­ნე­ბო, არა­ფე­რი არ ხდე­ბა. შემ­დეგ კი­დევ ერ­თი რეკ­ლა­მა, ცხა­დია შო­კო­ლა­დის, ამინ­დის პროგ­ნო­ზი, კი­ნო. ერ­თხელ, მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ხომ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი ეთე­რიც გვე­ხი­ლა?
ამას იმი­ტომ ვწერ, რომ ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი ხდე­ბო­და თბი­ლი­სის რეს­ტორ­ნებ­ში, არა­ფე­რი ახა­ლი, ახა­ლი არა­ფე­რი, სა­ინ­ტე­რე­სო არა­ფე­რი, არა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სო. სად­ღაც წა­მი­კით­ხავს, რომ არა­ფერ­ზე წე­რა უფ­რო ძნე­ლია, ვიდ­რე რა­მე­ზე. ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე, რომ აგ­ვის­ტოს ეს უქ­მე თვე თუ არა, სხვა, უფ­რო იდე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღარ მექ­ნე­ბო­და, რომ ერ­თხელ მეც და­მე­წე­რა არა­ფერ­ზე. შე­იძ­ლე­ბა ისიც ით­ქვას (ჩვენ­ში არაფ­რის თქმას წინ არას­დროს უდ­გას არა­ფე­რი), რომ არაფ­რი­დან ისევ არა­ფე­რი გა­მო­დის და არა­ფე­რი მხო­ლოდ არა­ფერ­ზე და­იყ­ვა­ნე­ბა. თუ ვინ­მეს ასე მო­ეჩ­ვე­ნე­ბა, ჩე­მი სათ­ქმე­ლიც ეს არის, სხვა­ნა­ი­რად არ ვი­ცი რო­გორ ვთქვა, რომ მარ­თლა არა­ფე­რი არ ხდე­ბო­და.

  1. ეს ერთ-ერთი საუკეთესო წერილია, მგონი, \"ტაბულასი\".
    პოეზიაა, პრაქტიკულად.
    !!!
    :)

კომენტარის დასატოვებლად შედით სისტემაში    შესვლა
ტაბულა Google+ზე