სახელმწიფო, სკოლები, საზოგადოება – 2010 წელი

26 დეკემბერი 2010, 18:35
 

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში 2010 წე­ლი სი­ახ­ლე­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი იყო. შე­იც­ვა­ლა ხედ­ვა, ში­ნა­არ­სი და მარ­თვის მიდ­გო­მე­ბი. გაჩ­ნდა ახა­ლი ცოდ­ნა და ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ახა­ლი ფორ­მე­ბი. ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბას მრა­ვა­ლი წე­ლი დას­ჭირ­დე­ბა, რომ სის­ტე­მუ­რი შე­დე­გი გვაჩ­ვე­ნოს. თუმ­ცა დღეს­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ით­ქვას, რომ ცვლი­ლე­ბე­ბის ნა­წილს სა­ვა­რა­უ­დოდ და­დე­ბი­თი ეფექ­ტი მე­ტი ექ­ნე­ბა, ვიდ­რე უარ­ყო­ფი­თი. ნა­წილს კი, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც აშ­კა­რად სიჩ­ქა­რე­ში და სა­თა­ნა­დო გათ­ვლე­ბი­სა და შეს­წავ­ლის გა­რე­შეა მი­ღე­ბუ­ლი, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ან სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი პირ­და­პი­რი და­დე­ბი­თი ეფექ­ტი არ ექ­ნე­ბა, ან სის­ტე­მის გა­უ­ა­რე­სე­ბას გა­მო­იწ­ვევს. შე­ვეც­დე­ბი მი­მო­ვი­ხი­ლო ყვე­ლა ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბა და მოკ­ლედ შე­ვა­ფა­სო ისი­ნი.

 

ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა

მას­შტა­ბუ­რი სი­ახ­ლე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ნეტ­ბუ­კე­ბის და­რი­გე­ბის დაწ­ყე­ბაა. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­აც­ხად­და, რომ წელს ყვე­ლა პირ­ველ­კლა­სელს და­უ­რიგ­დე­ბო­და პორ­ტა­ტუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რი, სა­დაც ჩატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბო­და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი და სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი. მიზ­ნე­ბად და­სა­ხელ­და სწავ­ლის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა, ქვეყ­ნის ინო­ვა­ცი­უ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ოჯა­ხე­ბის­თვის ახა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ჩე­ნა ინ­ტერ­ნეტ­ში ჩარ­თვის გზით. გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და პი­ლო­ტი­რე­ბა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ქა­ლა­ქის სკო­ლა­ში და­იწ­ყო. სა­ვა­რა­უ­დო პრობ­ლე­მე­ბი და­ნერ­გვი­სას მას­წავ­ლებ­ლე­ბის და მა­სა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის და­ბალ ხა­რის­ხში უნ­და ვე­ძე­ბოთ.

გა­უქ­მდა პროგ­რა­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ყვე­ლა პირ­ველ­კლა­სე­ლი ჩან­თა­სა და წიგ­ნებს იღებ­და პრე­ზი­დენ­ტის­გან სა­ჩუქ­რად. სა­მა­გი­ე­როდ, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს ყვე­ლა კლას­ში და­უ­რიგ­დათ უფა­სოდ წიგ­ნე­ბი. თუმ­ცა ეს მე­ნეჯ­მენ­ტის საკ­მა­ოდ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი გზით გან­ხორ­ცი­ელ­და. სა­მი­ნის­ტრომ ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლად შე­ის­ყი­და წიგ­ნე­ბი, და­ა­ხა­რის­ხა და შემ­დეგ სკო­ლებს და­ა­ვა­ლა მა­თი წა­ღე­ბა. შე­დე­გად, მომ­ხმა­რე­ბელს არ ჰქონ­და შე­ფერ­ხე­ბებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი ბერ­კე­ტი და და­ი­კარ­გა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სა­ხელ­მწი­ფოს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის დის­ტრი­ბუ­ცი­ის ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­საწ­ყო­ბად კი­დევ ერ­თი ნა­ბი­ჯი გა­და­ედ­გა.

დას­რულ­და მსოფ­ლიო ბან­კის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში წი­ნა წლებ­ში დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. სკო­ლე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რის ნი­მუ­შებს წარ­მო­ად­გენს და გათ­ვლი­ლია სწავ­ლე­ბის ახ­ლე­ბურ ფორ­მებ­სა და ში­ნა­არ­სზე.

 ქა­ლა­ქებ­ში ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი გზით სკო­ლის ბუ­ფე­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და­იწ­ყო. თბი­ლის­ში ბუ­ფე­ტე­ბის მარ­თვა გა­და­ე­ცა კონ­კრე­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან უნაღ­დო ან­გა­რიშ­სწო­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ივაჭ­რონ. პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თე­ბის შე­მო­ღე­ბა სა­სარ­გებ­ლოა იქ, სა­დაც არ­სე­ბობს ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის სა­შიშ­რო­ე­ბა. მე­ო­რე მხრივ, სკო­ლის მარ­თვის­გან ბუ­ფე­ტის მარ­თვის გა­მო­ცალ­კე­ვე­ბა ხე­ლოვ­ნურ და თავ­სმოხ­ვე­ულ ტე­რი­ტო­რი­ულ და­ყო­ფას ქმნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

გა­მოც­ხად­და, რომ და­იწ­ყო სა­ბუ­ნე­ბის­მეტ­ყვე­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის აღ­ჭურ­ვის პროგ­რა­მა „აინ­შტა­ი­ნი”.  სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, 100 ლა­ბო­რა­ტო­რია უკ­ვე ორი წე­ლია, რაც გა­ნათ­ლე­ბის რე­სურ­სცენ­ტრებ­ში ინა­ხე­ბა და ნე­ბის­მი­ერ სკო­ლას შე­უძ­ლია მა­თი დრო­ე­ბით გა­ტა­ნა. „აინ­შტა­ი­ნის” დაწ­ყე­ბის­თვის რე­სურ­სცენ­ტრე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი თბი­ლი­სის კონ­კრე­ტულ სკო­ლებს გა­და­ე­ცა, ხო­ლო ახ­ლის შეს­ყიდ­ვა ჯერ რე­ა­ლუ­რად არც დაწ­ყე­ბუ­ლა.

სი­ახ­ლე იყო ე.წ. „ალუმ­ნა­ი­ას” პრო­ექ­ტი. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა სხვებს მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნა და სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლე­ბით გა­ა­რე­მონ­ტა ის საკ­ლა­სო ოთა­ხი, სა­დაც ბავ­შვო­ბა გა­ა­ტა­რა და რომ­ლის გა­რე­მონ­ტე­ბის­თვი­საც ბი­უ­ჯეტ­ში ფუ­ლი ჩა­დე­ბუ­ლია არა მი­ნის­ტრის ხელ­ფა­სის, არა­მედ სას­კო­ლო ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ნა­წილ­ში. შემ­დეგ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­სა და სა­ხელ­მწი­ფოს­გან ნა­ხევ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩა­მო­ეჭ­რათ ხელ­ფა­სე­ბი სკო­ლე­ბის­თვის იძუ­ლე­ბი­თი შე­სა­წი­რის ფორ­მით. გრძელ­ვა­დი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფორ­მე­ბი სკო­ლე­ბის­თვის არ უს­წავ­ლე­ბი­ათ. არც შე­მომ­წირ­ველ­თა აღი­ა­რე­ბა მომ­ხდა­რა იმ­გვა­რად, რომ ადა­მი­ა­ნებს მო­მა­ვალ­ში ნე­ბით მე­ცე­ნა­ტო­ბის სურ­ვი­ლი გა­უღ­ვი­ვონ.

სწავ­ლა და სწავ­ლე­ბა

ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბე­ბის ძი­რი­თა­დი ტენ­დენ­ცი­აა მე­ტი რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბა და ნაკ­ლე­ბი შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა. და­წეს­და სას­წავ­ლო წლის დაწ­ყე­ბის, დამ­თავ­რე­ბი­სა და არ­და­დე­გე­ბის ერ­თი­ა­ნი სტან­დარ­ტუ­ლი თა­რი­ღე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად სკო­ლე­ბის კლი­მა­ტუ­რი თუ სა­მე­ურ­ნეო პრობ­ლე­მე­ბი­სა. წლის ხან­გრძლი­ვო­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ხან­მოკ­ლე იყო, რამ­დე­ნი­მე კვი­რით შემ­ცირ­და. გა­ი­ზარ­და ზამ­თრის არ­და­დე­გე­ბი. წე­ლი და­უბ­რუნ­და სე­მეს­ტრულ და­ყო­ფას და გა­უქ­მდა ტრი­მეს­ტრე­ბი. კლა­სებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის და­საშ­ვე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა 30-დან 35-მდე გა­ი­ზარ­და.

გა­უქ­მდა სკო­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, აირ­ჩი­ონ საგ­ნის ფარ­გლებ­ში შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბი. ყვე­ლა სა­გან­ში, ყვე­ლა კლას­ში და­წეს­და სტან­დარ­ტუ­ლი წო­ნის მქო­ნე სა­მი კომ­პო­ნენ­ტი: სა­ში­ნაო, საკ­ლა­სო და შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი. ამავ­დრო­უ­ლად, თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნის სას­წავ­ლო გეგ­მა­ში ჩა­ი­წე­რა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა. ამას­თან, სტან­დარ­ტის ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც სა­რე­კო­მენ­და­ციო პროგ­რა­მის ში­ნა­არსს წარ­მო­ად­გენ­და, გაჩ­ნდა ე.წ. სა­ვალ­დე­ბუ­ლო პროგ­რა­მის ბირ­თვი.

თა­ვის­თა­ვად საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბის, რო­გორც სა­ვალ­დე­ბუ­ლო მი­ნი­მუ­მის პრინ­ცი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­მო­ვი­და შეზ­ღუდ­ვა საგ­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბულ სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ახა­ლი პრინ­ცი­პის თა­ნახ­მად, თუ სკო­ლას რო­მე­ლი­მე საგ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად სწავ­ლე­ბა სურს, ეს ცვლი­ლე­ბა სა­მი­ნის­ტროს უნ­და შე­უ­თან­ხმოს. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად მი­ნის­ტრმა „და­უბ­რუ­ნა” ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კუ­რი სკო­ლე­ბის სტა­ტუ­სი იმ სკო­ლებს, რომ­ლე­ბიც ისე­დაც გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად ას­წავ­ლიდ­ნენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ დაბ­რუ­ნე­ბით, რე­ა­ლუ­რად შე­იზ­ღუ­და ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი სკო­ლის უფ­ლე­ბა, რომ მა­თაც გა­აძ­ლი­ე­რონ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი რა­ი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით და სა­კუ­თა­რი თა­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბა­ზარ­ზე უფ­რო მე­ტად კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­ხა­დონ.

გაჩ­ნდა ახა­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნე­ბი: სამ­ხედ­რო პატ­რი­ო­ტუ­ლი აღ­ზრდა, მსოფ­ლიო კულ­ტუ­რა და ცეკ­ვა. გა­მოც­ხად­და, რომ ფი­ზი­კუ­რი აღ­ზრდის გაკ­ვე­თი­ლე­ბის ნაც­ვლად სკო­ლებ­ში სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა. სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მა გვამ­ცნობს, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სა­ხე­ო­ბი­დან მათ­თვის სა­სურ­ველს ირ­ჩე­ვენ. რე­ა­ლუ­რად კი სკო­ლე­ბის დიდ ნა­წილს ამის ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს.

გა­მოც­ხად­და იმის შე­სა­ხებ, რომ სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბელ კლა­სებს ჩა­უ­ტარ­დე­ბათ 2011 წლის გა­ზაფ­ხულ­ზე სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი ფორ­მით. გა­მოც­დე­ბი რვა სა­გან­ში ჩა­ტარ­დე­ბა, კომ­პი­უ­ტე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია, სა­გა­მოც­დო სა­კით­ხე­ბი კი – ჯერ არა. გა­მოც­დე­ბის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად მე­თორ­მე­ტე კლას­ში გა­მო­ი­ყო ე.წ. „აბი­ტუ­რის” სა­ა­თე­ბი. ამავ­დრო­უ­ლად, გა­მოც­დე­ბის შე­მო­ღე­ბი­სას გა­მოც­ხად­და, რომ გა­მოც­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­უძ­ლე­ბელს გახ­დის იმას, რომ მოს­წავ­ლე რე­პე­ტი­ტორ­თან მო­ემ­ზა­დოს.

ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მუ­რი იდეა, რაც წელს გა­მოც­ხად­და, ისაა, რომ სა­ხელ­მწი­ფო აპი­რებს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის გა­მო­ცე­მის, დის­ტრი­ბუ­ცი­ი­სა და, ასე­ვე, შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში უფ­რო მე­ტად ჩა­რე­ვას. მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ახალ სის­ტე­მა­ში სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის თა­ნა­მე­სა­კუთ­რე გახ­დე­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს, გარ­კვე­უ­ლი გა­და­სა­ხა­დის გა­ღე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ბეჭ­დავ­დეს ნე­ბის­მი­ერ გრი­ფი­რე­ბულ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს. მი­ნის­ტრის აზ­რით, ეს გა­ა­ი­ა­ფებს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს, კონ­კუ­რენ­ცი­ის ზრდის გზით. გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის­გან ჯერ მხო­ლოდ კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი ის­მის ამის თა­ო­ბა­ზე. სის­ტე­მის და­ნერ­გვის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში მი­ვი­ღებთ ხა­რის­ხის გა­უ­ა­რე­სე­ბის ხარ­ჯზე მოკ­ლე­ვა­დი­ან ილუ­ზო­რულ და­დე­ბით ეფექტს.

 მას­წავ­ლებ­ლე­ბი

სის­ტე­მის­თვის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პერ­სპექ­ტი­ვით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მას­წავ­ლებ­ლე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სის­ტე­მის ამუ­შა­ვე­ბა. წელს პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და გა­მოც­დე­ბი ქარ­თუ­ლის, მა­თე­მა­ტი­კი­სა და უც­ხო ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის. სერ­ტი­ფი­კა­ტი პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხო­ლოდ 18%-მა მი­ი­ღო. მას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­ი­ზარ­და მო­ტი­ვა­ცია, რომ კვა­ლი­ფი­კა­ცია აი­მაღ­ლონ ტრე­ნინ­გე­ბის გზით. სკო­ლის დი­რექ­ცი­ის­თვის გაჩ­ნდა ახა­ლი ორი­ენ­ტი­რი თუ რას შე­იძ­ლე­ბა ეფუძ­ნე­ბო­დეს მას­წავ­ლებ­ლის და­ქი­რა­ვე­ბის ან წა­ხა­ლი­სე­ბის სის­ტე­მა.

მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მის­თვის პრობ­ლე­მუ­რია სა­მი­ნის­ტროს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა, რომ გახ­სნას სა­ხელ­მწი­ფო სატ­რე­ნინ­გო ცენ­ტრე­ბი: ე.წ. მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლე­ბი. ამით შე­საძ­ლოა ხე­ლი შე­ე­შა­ლოს ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ ახ­ლად­გა­ჩე­ნილ კონ­კუ­რენ­ცი­ას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 1000 ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის ჩა­მოყ­ვა­ნა. სა­ვა­რა­უ­დოა, რომ რა­ი­მე გრძელ­ვა­დი­ან ეფექტს ეს მას­წავ­ლებ­ლე­ბი სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის არ მო­ი­ტა­ნენ. კონ­კრე­ტულ მოს­წავ­ლე­ებ­ზე კი, შე­საძ­ლოა, ამ პრო­ექ­ტმა და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დოს.

მარ­თვა

2010 წელს შე­იც­ვა­ლა მარ­თვის მი­მართ მიდ­გო­მე­ბი. მკვლევ­რე­ბის­თვის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა წევ­რე­ბის­თვის ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უ­როკ­რა­ტი­ის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე სის­ტე­მის რო­მე­ლი­მე რგო­ლი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამ­გვარ უფ­ლე­ბას გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს არ აძ­ლევს, მი­ნის­ტრმა ღი­ად და­ა­დას­ტუ­რა თა­ვის სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლა­ში ამ შეზ­ღუდ­ვის არ­სე­ბო­ბა.

ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ წელს სა­მი­ნის­ტროს სა­ა­გენ­ტო­ებ­მა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვლე­ვა და­ას­რუ­ლეს, მაგ­რამ არც ერ­თის ან­გა­რი­ში არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა. სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა და­ას­რუ­ლა კვლე­ვა მე-9 კლა­სე­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენის ფლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა კი – მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის შე­სა­ხებ. არც ერ­თის დე­ტა­ლუ­რი ან­გა­რი­ში არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა და ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როს მხო­ლოდ პრე­ზენ­ტა­ცი­ის მა­სა­ლა წარ­მო­ად­გენს. სა­მი­ნის­ტროს ასე­ვე არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია კვლე­ვის ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც თით­ქოს მან­და­ტუ­რე­ბის სის­ტე­მის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას მი­ეძ­ღვნა.

სა­მი­ნის­ტრო სკო­ლებს, რო­გორც სა­კუ­თარ სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებს, ისე ექ­ცე­ვა. მი­ნის­ტრის წლე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბით, სა­სურ­ვე­ლია, რომ დი­რექ­ტო­რე­ბი არ იყ­ვნენ არ­ჩე­უ­ლე­ბი და ინიშ­ნე­ბოდ­ნენ მის მი­ერ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ცვლი­ლე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა, რო­გორც მი­სი მოქ­მე­დე­ბი­დან ჩანს, მი­ნის­ტრი სწო­რედ ამ მო­საზ­რე­ბას ეყ­რდნო­ბა, რო­დე­საც დი­რექ­ტო­რებს ათა­ვი­სუფ­ლებს და მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლებს ნიშ­ნავს სკო­ლებ­ში. ამის არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა იყო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. თავ­და­პირ­ვე­ლად მი­ზე­ზი სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის მა­სობ­რი­ვი მოხ­სნის მცდე­ლო­ბი­სა, უკავ­შირ­დე­ბო­და პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის თე­მას. სა­მი­ნის­ტროს ზე­პი­რი მი­თი­თე­ბით, სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს აეკ­რძა­ლათ მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­წევ­რო­ე­ბის გა­და­რიც­ხვა, პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბის გა­რე­შე.

შემ­დგო­მი მა­სობ­რი­ვი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა კი მოჰ­ყვა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში. მი­ნის­ტრმა ჯერ უარ­ყო თა­ვი­სი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ პრო­ცეს­ში, მაგ­რამ ამავ­დრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ თა­ვად უხ­სნი­და ერთ-ერ­თი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს, რომ სწო­რედ მან მოხ­სნა მა­თი დი­რექ­ტო­რი მარ­თვის არა­სა­თა­ნა­დო ხა­რის­ხის გა­მო.

სკო­ლე­ბის ავ­ტო­ნო­მი­ის შეზ­ღუდ­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და უსაფ­რთხო სკო­ლის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ე.წ. მან­და­ტუ­რე­ბის სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბით. სკო­ლებ­ში სა­მი­ნის­ტრომ სა­კუ­თა­რი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ავ­ლი­ნა, რომ­ლე­ბიც არ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან სკო­ლის მი­ერ არ­ჩე­ულ თვით­მმარ­თვე­ლო­ბას და რომ­ლე­ბიც შემ­დგომ­ში, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვად იკა­ვე­ბენ სა­მი­ნის­ტროს მი­ერ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რის ად­გილს.

ამავ­დრო­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ წელს შე­მუ­შავ­და სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი, რო­მელ­საც უნ­და და­ე­ფუძ­ნოს შემ­დგომ­ში მა­თი შერ­ჩე­ვა, კა­რი­ე­რუ­ლი წინ­სვლი­სა და მომ­ზა­დე­ბის სის­ტე­მის შე­მუ­შა­ვე­ბა.

წლის და­საწ­ყის­ში გა­მოც­ხად­და სკო­ლე­ბის ე.წ. ბრენ­დი­რე­ბის, ანუ რე­ი­ტინ­გე­ბის სის­ტე­მის 2010 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ჩა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. სის­ტე­მის მი­ზა­ნი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო სკო­ლებს შო­რის შე­ჯიბ­რის გა­ჩე­ნა და მა­თი წა­ხა­ლი­სე­ბა და დას­ჯა. ჯერ ამ სის­ტე­მის ამუ­შა­ვე­ბის ნიშ­ნე­ბი სა­ბედ­ნი­ე­როდ არ ჩანს, რად­გან მრა­ვა­ლი თვალ­საზ­რი­სით, შე­საძ­ლოა, პრობ­ლე­მე­ბი უფ­რო მე­ტი მო­ი­ტა­ნოს, ვიდ­რე და­დე­ბი­თი რამ.

სა­მი­ნის­ტროს ძი­რი­თა­დი მიდ­გო­მა კი ძვე­ლი და ნაც­ნო­ბია: სკო­ლას სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვერ უვ­ლის, ამი­ტომ მას სა­ხელ­მწი­ფო მი­ხე­დავს იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკე­თე­სი გახ­დეს.

 

კომენტარები არ არის

დატოვეთ პირველი კომენტარი.

კომენტარის დასატოვებლად შედით სისტემაში    შესვლა
ტაბულა Google+ზე