ტერაქტი ლონდონში

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა

0 comments
Photo: bbc.com

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფრომაციას BBC ავრცელებს. პოლიციამ სამი თავდამსხმელი მოკლა. თეთრი ფერის სატვირთო ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს ლონდონის ხიდზე, ლონდონის დროით შაბათს 22:00 საათზე დაეჯახა. ამ დროისთვის ლონდონ ბრიჯი და მეტროსადგური ლონდონ ბრიჯი დაკეტილია. 

ლონდონის ხიდზე სატვირთო მანქანის შეჯახების გარდა, ქალაქის ორ ადგილას (ვოქსჰოლი და ბოროუს ბაზრობა) იყო სროლა და დანით თავდასხმა, რასაც პოლიციამ სროლითვე უპასუხა. 

დიდ ბრიტანეთში რამდენიმე დღეში საპარლამენტო არჩევნები იმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

Georgia Selects Representative for Eurovision 2017 Song Contest

Comments

Log in or Register