სისხლიანი ამონარიდები (ნაწილი 1)

"სტალინი არის ის ადამიანი, რომელიც დაჯიდლოვებულია მეტად დიდი ნიჭით. იგი მე გაცილებით ნიჭიერ კაცად მეჩვენბოდა, ვიდრე ისინი, რომლებიც კაპიტალიზმს აშენებდნენ"
ბერნარდ შოუ, 1931 წელი

თუ ოკეანასიგაღმელს ასე ეჩვენებოდა, მთლად რკინის ფარდა შემოსალტულს რაღა დაემრთებოდა - დასძენთ თქვენ. თან ეს უცხოელიც მარტო ხომ არ იყო, ფოიხტვანგერი მთლად 37 წლის მოსკოვზე წერს აღმატებით და მრავლად ა.შ. (თუ ჟიდის გამონაკლისს და სელინის უცნაურობებს არ ჩავთვლით).

მაგრამ თუ იქეთურს ეჩევენობდა (ან აჩვენებდნენ), აქაურს მოჩვენებისთვის როდის სცხელოდა. როცა საჭირო იყო, წყლიდან ამოიყვანეს და ,,გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი’’ რომ დაწერა, ფეხებით(თუ სხვა ადგილით არა) დაკიდეს. ლიტერატორებზე მოგახსნებთ.

ლიტერატურა პროპაგანდის უმთავრეს იარაღთაგანად იქცა, ხოლო ,,ჩვენს აგიტაციას უდიდესი ძალა აქვს, იმიტომ რომ იგი მართალია, იმიტომ იგი ემყარება მარქს-ენგელს-ლენინ-სტალინის მოძღვრებას’’(პრავდა, 1935 წელი)

ჰოდა, გავეცნოთ, თუ როგორ იყენებდა იმ პერიოდის უმძლავრესო ორგანო - ბეჭდური მედია, ამ იარაღს:

საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი პირველი საინტერესო ფენომენი მწერლობაში მუშათა გაწვევა გახლდათ. ფაბრიკა-ქარხნებიდან მოყვანილ ადამიანებს, რომლებიც იდეურად უფრო სანდონი იქნებოდნენ, მასტერკლასებს ცნობილი ავტორები უტარებდნენ. მაგალითად, 1935 წლის გაზეთი „კომუნისტი“, სტატიაში – „ტფილისის ლიტწრეების საქალაქო შეკრება“ წერდა: „8 ივნისს მწერალთა სასახლეში გაიხსნა ტფილისის ლიტერატურული წრეების საქალაქო შეკრება–კონფერენცია. მწერლათა კავშირის მდივნის, ამხ. ბესო ჟღენტის[12] შესავალი სიტყვის შემდეგ საანგარიშო მოხსენებით გამოვიდა საქ. მწერლათა კავშირის მასობრივი სექტორიდან ამხ. ვ. წულუკიძე. ამის შემდეგ შეკრებამ მოისმინა პლეხანოვის კლუბთან არსებული ლიტწრის ხელმძღვანელის, მწერალ იასამნის თანამოხსენებები. მოხსენებაში გამოირკვა, რომ ამ წრეებში ლიტერატურის სწავლება და მუშაობა კარგად მიდის, განსაკუთრებით აღსანიშნავია პლეხანოვის სახელობის კლუბთან არსებული ლიტერატურულ წრის მუშაობა. გარდა იმისა, რომ წრეში მეცადინეობენ ენაში და სწავლობენ თანამედროვე მწერლობას, მათ განზრახული აქვთ იმუშაონ ფაბრიკა-ქარხნების ისტორიაზე, ამ მხრივ წრეს მეტად სერიოზული მუშაობა მოუხდება და მისთვის ეს არც ისე ძნელი საქმე იქნება, რადგან წრეში მუშაობენ ტფილისის რკინისგზის დეპოების და სახელოსნოების მუშები და მათი შვილები. შემდეგ კონფერენციამ მოისმინა პოეტ ვალერიან გაფრინდაშვილის მოხსენება დამწყებ მწერალთა შემოქმედების და მათთან მუშაობის შესახებ. მან გაარჩია რამდენიმე ახალგაზრდა მწერლის მხატვრული ნიმუში და ხაზგასმით აღნიშნა ცნობილ და გამოცდილ მწერალთა დახმარების აუცილებლობა.

გაფრინდაშვილის მოხსენების შემდეგ, საკუთარი ლექსებით გამოვიდნენ სხვადასხვა ლიტწრის წევრები ქისტაური და ტალაშვილი (ჰასაკოვანთა ათწლედი), აბიაშვილი და ხეველი (ვოროშილოვის კლუბი), ტაბატაძე, გაგოშიძე და ჯავრეიშვილი (პლეხანოვის კლუბი), რატიშვილი (ნავთლუღის რკინისგზის კლუბი) და ფერაძე (პოლიგრაფ–სკოლა).

განსაკუთრებით საინტერესო იყო მწერლობის მომავალი კადრების გამოსვლა; ეს გამოსვლა ხელმძღვანელ მწერალთა ენერგიული და სწორი მუშაობის ცოცხალ დემონსტარციად იქცა. მეტად კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და აუდიტორიის მქუხარე ტაში დაიმსახურეს პლეხანოვის სახ. კლუბთან არსებულ ლიტწრის წევრებმა ტაბატაძემ და რკინისგზელი მუშის შვილმა, 12 წლის გაგოშიძემ.

მოსმენილ მოხსენებათა და ახალგაზრდა ავტორების ნაწარმოებთა გარშემო გაიმართა ცხოველი აზრთა გაცვლა–გამოცვლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მწერლებმა – ნიკო ლორთქიფანიძემ, ლეო ქიაჩელმა, იოსებ ტატიშვილმა, დუტუ მეგრელმა, მწერალმა ქალმა ცქვიტმა, დანარჩენი მწერლების ხელმძღვანელებმა და ტფილისის ფაბრიკა-ქარხნების წამომადგენლებმა. კამათში გამოირკვა სხვათაშორის ერთი მთავარი დამაბრკოლებელი მიზეზი ლიტწრეების მუშაობისა, ესაა პროფორგანიზაციების მიერ მუშათა ლიტწრეების მნიშვნელობის აშკარა შეუფასებლობა. ეს იმით გამოიხატა, რომ არ გაუნაღდებიათ წრეებისთვის გამოყოფილი თანხები. ეს მომენტი განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა თავის შემაჯამებელ სიტყვაში მწერალთა კავშირის პასუხისმგებელმა მდივანმა დემეტრაძემ. შეკრება-კონფერენციამ დ.დემეტრაძის დასკვნითი სიტყვით დაასრულა მუშაობა“.

როგორც აღმოჩნდა, პროფორგანიზაციები უნებლიეთ, მაგრამ როდი „ცდებოდნენ“, ვერა და ვერ ისწავლეს ამ პატიოსანმა ადამიანებმა ლექსის წერა, ამიტომაც მათგან ახალი ფენომენის –მუშკორის (მუშაკორესპოდენტის) ძერწვა დაიწყეს. მათ უკვე გარითმვას იშვიათად ავალებდნენ, მაგრამ წერის სტილი აუცილებლად მხატვრული უნდა ყოფილიყო – პათეტიკური და მეტაფორული.

თუ რა სტილით მოღვაწეობდნენ მუშკორები და რა ფუნქცია ჰქონდათ დაკისრებული, ამ ორი ამონარიდიდან ცხადად შეიტყობთ:
გაზეთი „კომუნისტი“, 1937 წელი, 5 მაისი: –მუშათა და გლეხთა ინსპექციის ფურცელი. წერილისასამართლოს ბლაკატ ყაველაშვილზე: „გასაკვირი ისაა, რომ ეს კაცი ასე დაუსჯელად დადისდღემდე და მას საშულება ეძლევა „იბლაკატოს“ საბჭოთა სასამართლოში. ყივის ყაველაშვილისაჯიშეთ შემონახულ მამალივით. ყივის და საკენკსაც ბლომად შოულობს. როდის უნდადადგეს ამ მამლის „განკითხვის დღე?“ ნუ თუ ამისთვისაც ყველიერია საჭირო?“

მუშკორები აქტიურად იყვნენ ჩართული ანტირელიგიურ კამპანიაში. ამ კამპანიისას არსებული რელიგიური სისტემების (ქრისტიანობა, ისლამი და სხვა) ჩანაცვლება ახალი რელიგიური პანთეონით ხდებოდა, რომელსაც საკუთარი ღმერთები (მაგ: ლენინი, სტალინი), ნახევარღმერთები (მაგ: ბერია, მოლოტოვი), კერპები (მაგ: ჰიდრო–ჰესი, სილოსი) ჰყავდა.

მაშინ ხშირად იმართებოდა ამგვარი პროცესები.

ლენრაიონის კომკავშირელების „სააღდგომო“ (1928 წლის 13 აპრილი): „უკვე ორი კვირაა,რაც ლენინის რაიონში დაიწყო ანტირელიგიური კამპანია. კომკავშირის უჯრედებში დაისვამოხსენებები სააღდგომო დღესასწაულის მავნებლობის შესახებ. უჯრედების საერთო კრებებმაერთხმად გამოიტანეს დადგენილებები აღდგომის დღესასწაულის წინააღმდეგ. იმ მიზნით,რომ ანტისააღდგომო კამპანიამ ფართო და მასიური ხასიათი მიიღოს, კვირას, 15 აპრილსა.ლ.კ.კ. ლენრაიკომი აწყობს მასიურ ექსკურსიას ზაჰესის მიდამოებში. ექსკურსიაშიმონაწილეობას მიიღებს 4 ათასამდე კომკავშირელი, მათი მშობელი, ოჯახის წევრები დაუპარტიო ახალგაზრდები. ადგილობრივ მოეწყობა კომკავშირელის გასამართლება, რომელმაცჯვარი დაიწერა ეკლესიაში. გაიმართება ფეხბურთელთა გუნდების შეჯიბრი, ჯირითი,რბენა-წარმოდგენა და სხვ. გარდა ამისა, ექსკურსიის ადგილას გაიხსნება მიტინგიანტირელიგიურ კამპანიასთან დაკავშირებით.“

ისეთი ლექსები იწერებოდა, სადაც ახალ ღმერთზე მინიშნება უკვე ცხადი ალეგორიის ამოცნობით შეგეძლოთ:

რუბრიკიდან – ანტისააღდგომო კამპანია
დღეს ჩვენ ახალი ზეიმი გავხსნათ,
ახალს რწმენაზე დაყრდნობით მტკიცედ
ცრუმორწუნეთა კვერცხი და პასკაც
და ცრუ აღდგომაც არქივში მივცეთ!
შორს ღრეობა და ნაყროვანება
და მასთან ერთად ცრუ ადათები,
სამაგიერო აღფრთოვანებას
ახალ დევიზით შევუთანხდებით.
ჩვენს თვალწინ უკვე მარცხდება ძველი
და ასპარეზი რჩება მომავალს,
ჩვენც საზეიმო ავსება გველის,
გამარჯვებულნი კვარცხლბეკს რომ ავალთ!
მაშ დღეს ახალი ზეიმი გველის,
ახალს რწმენაზე დაყრდნობით მტკიცედ
ცრუმორწუნეთა კვერცხი და პასკაც
და ცრუ აღდგომაც არქივში მივცეთ!

საინტერესო იყო ღია დავალებების პოლიტიკა, როცა რომელიმე ხელმძღვანელი პირი რამე მოვლენის გამო ტექსტებს შეუკვეთდა ხოლმე. მაგალითად, მოგეხსენებათ, ესპანეთის სამოქალაქო ომში საბჭოთა კავშირი მხარს რესპუბლიკელებს უჭერდა. შესაბამისად, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაც. გაზეთი „კომუნისტი“ ყველამოვლენაზე უფრო აქტიურად აშუქებდა ამ მოვლენას. მწერალთა კავშირის მაშინდელმათავჯდომარემ, დ. დემეტრაძემ საგანგებო მანიფესტში („ახალი მიღწევებისკენ“) მიანიშნა, რომვერავინ გამოაქვეყნებდა პოეზიას, თუ ამ თემაზე არ დაწერდნენ. შესაბამისად, გთავაზობთამონარიდებს ზოგიერთი ლექსიდან. ეს ნაწარმოებები პირველ გვერდზე იბეჭდებოდა მაშინდელ პერიოდულ პრესაში.

რაჟდენ გვეტაძე
იბარური

მორწყო სისხლით მან მიწა,
გადალახა მთები,
მრისხანე და უნდო
ახლა მადრიდს იცავს
და სურს თავის თმებით
შეკრას მტრების ურდო.

ვალერიან გაფრინდაშვილი
გმირულ ესპანეთს

ლაურენსია მიუძღვის ვაჟებს,
კომანდორს გულში რომ ჩასცეს ხმალი
რომელ ფორნდოზოს არ გააკაჟებს
გაბედულობა მისი ფთრთამალი.

გიორგი ლეონიძე
მადრიდის დამცველებს

კალამს გავტყორცნი... გიყივით,
არ იწერება ძახილი
კლდე შეუძვრელი იყავით,
თავისუფალი სახელი.

ილო მოსაშვილი
მოდის დოლორეს

არ შეუტყვიათ ნახმლევი ხმალში,
არ უკვნესიათ სიკვდილის დროსაც
სისხლიან პერანგს გაშლიდნენ ქარში
და მტრის ბანაკში მიჰქონდათ დროშად.

სიმონ ჩიქოვანი
მიძღვნა ესპანელი ხალხისადმი

ჩვენი მოძმენი და მოგვარენი
ქალაქებში და მთებში ჰკივიან
და მოსისხლეთა უშავეს გვამებს
მალე უფსკრულში გასტყორცნიან.

ლადო ასათიანი
ესპანელ ძმებს

ირგვლივ გარტყიათ საზიზღარი ფაშიზმის ბანდა
და ესპანელი შავრაზმელების ვერაგი ჯარი.
დაჰკარით ძმებო, რისხვიანად დაჰკარით მარდად,
ჩვენც თქვენთანა ვართ, მოგახმაროთ ღონე და ჯანი.

კომენტარები