რუსეთი


ავტორი:ლუდვიგ ფონ მიზესი
თარგმანი: ზურა ჯაფარიძე

(პირველად გამოიცა 1927 წელს, როგორც წიგნის ,,ლიბერალიზმი“ ნაწილი)

კანონმორჩილი მოქალაქე გაწეული შრომით ემსახურება როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემო მყოფთ, და ამ გზით ახორციელებს მშვიდობიან ინტეგრაციას სოციალურ წესრიგში. მძარცველი კი, მეორეს მხრივ, მოწოდებულია ძალისმიერი გზით მიითვისოს სხვათა შრომის ნაყოფი. ათასობით წლების განმავლობაში მსოფლიო იძულებული იყო დამორჩილებოდა სამხედრო დამპყრობელთა და ფეოდალ მმართველთა სურვილს, რომლებიც უბრალოდ თვლიდნენ, რომ სხვა ადამიანთა მიერ შექმნილი დოვლათი არსებობდა იმისთვის რომ მათ მოეხმარათ. კაცობრიობის ევოლუცია ცივილიზაციისკენ და სოციალური კავშირების გამყარება უპირველეს ყოვლისა მოითხოვდა იმ სამხედრო და ფეოდალური კასტების ინტელექტუალური და ფიზიკური გავლენების გადალახვას, რომლებიც ისწრაფვოდნენ მსოფლიო ბატონობისკენ, ხოლო შემდეგ ბურჟუა ფასეულობებით მემკვიდრეობითი ფეოდალური ფასეულობების ჩანაცვლებას. მილიტარისტული იდეალების შეცვლა, რომლებიც ადიდებდნენ მებრძოლს და აკნინებდნენ პატიოსან მშრომელს, ჯერ კიდევ არ არის სრულად მიღწეული. ყველა ერში ჯერ კიდევ უხვად არიან ინდივიდები, რომელთა გონებაც მთლიანად დაკავებულია მილიტარისტულ ეპოქათა იდეებითა და სურათებით. არსებობენ ერები, სადაც ძარცვისა და ძალადობისკენ მიდრეკილი ატავისტური იმპულსები, რომლებიც თითქოს დიდი ხნის მივიწყებული უნდა იყოს, ჯერ კიდევ ამოდიან ზედაპირზე და კიდევ ერთხელ განიცდიან აღმასვლას. მაგრამ, მეტწილად შეიძლება ითქვას, რომ თეთრ რასაში, რომელიც დღეს დასახლებულია ცენტრალურ და დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში, მენტალიტეტი, რომელსაც ჰერბეტ სპენსერი უწოდებდა ,,მილიტარისტულს“ ჩაანაცვლა მენტალიტეტმა, რომელსაც იგივე სპენსერი ,,ინდუსტრიულად“ მოიხსენიებდა. დღეისათვის არსებობს მხოლოდ ერთი დიდი ნაცია, რომელიც მყარად მისდევს მილიტარისტულ იდეალებს – რუსები. რა თქმა უნდა რუსებს შორისაც არიან ადამიანები, რომლებიც არ იზიარებენ ამ მიდგომას. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვინანოთ, რომ მათ ვერ შესძლეს საკუთარ თანამემამულეებზე გამარჯვება. მას შემდეგ რაც რუსეთს პირველად მიეცა საშუალება გავლენა მოეხდინა ევროპულ პოლიტიკაზე, ის მუდმივად იქცეოდა როგორც მძარცველი, რომელიც ჩასაფრებულია და ელოდება მომენტს, როდესაც შესძლებს თავს დაესხას მსხვერპლს და წაართვას საკუთრებაში არსებული ქონება. რუსეთის მეფეები არასოდეს აღიარებდნენ საკუთარი იმპერიის გაფართოების რაიმე ლიმიტს, გარდა გარემოებებით შექმნილი ლიმიტებისა. ბოლშევიკთა პოზიცია ტერიტორიული გაფართოების საკითხთან მიმართებაში არ არის განსხვავებული. ისინიც აღიარებენ მხოლოდ ერთ წესს – ახალი ტერიტორიების დაპყრობის პროცესში, სახელმწიფოს შეუძლია და აუცილებლად უნდა წავიდეს იქამდე, რის საშუალებასაც არსებული რესურსები იძლევა. საბედნიერო გარემოებას, რომელმაც გადაარჩინა ცივილიზაცია რუსების მიერ განადგურებისგან, წარმოადგენდა ევროპულ ერთა საკმარისი ძალა გამკლავებოდნენ რუს ბარბაროსთა ურდოებს. ნაპოლეონის ომების, ყირიმის ომის და 1877–78 წლების თურქული კამპანიების გამოცდილებამ დაანახა რუსებს, რომ, ჯარისკაცთა სიმრავლის მიუხედავად, მათ არმიას არ შესწევს ევროპის ტერიტორიების დაკავების უნარი. მსოფლიო ომმა მხოლოდ და მხოლოდ დაადასტურა ეს ფაქ

ხიშტებსა და ზარბაზნებზე საშიში იარაღია გონება. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის იდეებზე ევროპაში მიღებული გამოძახილი, გამოდმინარეობდა, უპირველეს ყოვლისა, იქიდან, რომ ევროპა თავისთავად იყო მსგავსი იდეებით სავსე, მანამ სანამ ისინი წამოვიდოდა რუსეთიდან. უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს რუსული იდეები სინამდვილეში არ წარმოადგენდნენ რუსულ იდეებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საუკეთესოდ მოერგნენ რუსი ხალხის ხასიათს, არამედ ისინი რუსებმა ისესხეს ევროპისგან. რუსების ინტელექტუალური სტერილობა იმდენად ღრმა ხასიათისაა, რომ მათ ვერასოდეს შესძლეს საკუთარი შინაგანი ბუნების გამოხატულების არტიკულირება.

ლიბერალიზმი, რომელიც სრულად მეცნიერულ საფუძვლებზე დგას და რომლის პოლიტიკაც წარმოადგენს არაფერს სხვას თუ არა მეცნიერული ცოდნის გამოყენებას, ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ მიმართოს არა–მეცნიერულ, ღირებულებით განსჯას. ღირებულებითი განსჯა მეცნიერების გარეთ დგას და ყოველთვის წმინდად სუბიექტურია. შესაბამისად ჩვენ ვერ მოვახდენთ ერების კლასიფიცირებას მათი ღირებულების მიხედვით და ვერ ვისაუბრებთ მათზე როგორც ღირებულზე ან ნაკლებად ღირებულზე. შესაბამისად, არიან თუ არა რუსები ქვედა დონეზე სრულიად სცდება ჩვენი განხილვის საგანს. ჩვენ არ ვამტკიცებთ რომ ეს ასეა. ჩვენ მხოლოდ იმას ვამბობთ, რომ მათ არ სურთ (ხაზგასმა ავტორისაა. მთარგმნელის შენიშვნა) ჩაერთონ ადამიანთა სოციალური თანამშრომლობის სქემაში.  ადამიანთა საზოგადოებასა და ერთა თანამეგობრობასთან მიმართებაში მათი პოზიცია გულისხმობს არაფრის კეთებას გარდა სხვების მიერ აკუმულირებული დოვლათის მოხმარებისა. ადამიანები, რომელთა შორისაც დოსტოევსკის, ტოლსტოისა და ლენინის იდეები წარმოადგენენ სასიცოცხლო ძალას, ვერასოდეს შექმნიან მდგრად სოციალურ სისტემას. ისინი უნდა დაუბრუნდნენ სრული ბარბაროსობის მდგომარეობას. რუსეთი ბუნებით ბევრად უფრო მეტად დაჯილდოვებულია ნოყიერი მიწით და ყველა სახის მინერალური რესურსებით ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. რუსები რომ მიჰყოლოდნენ იგივე კაპიტალისტურ პოლიტიკას, რასაც ამერიკელები იყენებდნენ, დღეს იქნებოდნენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ერი. დესპოტიზმაა, იმპერიალიზმმა და ბოლშევიზმმა აქცია ისინი ყველაზე ღარიბად. ახლა ისინი ცდილობენ კაპიტალისა და კრედიტის მოზიდვას მსოფლიოს ყველა წერტილიდან.

თუ ამას გავაცნობიერებთ, იოლი წარმოსადგენია როგორი უნდა იყოს ცივილიზებულ ერთა პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. ვაცალოთ რუსებს იყვნენ რუსები. ვაცალოთ აკეთონ რაც სურთ საკუთარ ქვეყანაში. მაგრამ ნუ მივცემთ საშუალებას გადმოლახონ რუსეთის ტერიტორიის საზღვრები, რათა  გაანადგურონ ევროპული ცივილიზაცია. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ უნდა აიკრძალოს რუსული ნაწერების შემოტანა და თარგმნა. ნევროზით დაავადებულთ შეუძლიათ ისიამოვნონ ამ ნაწერებით რამდენიც სურთ, ხოლო ჯანმრთელნი ნებისმიერ შემთხვევაში მოერიდებიან მათ. ეს არც იმას ნიშნავს, რომ რუსებს უნდა აეკრძალოთ საკუთარი პროპაგანდის გავრცელება და ქრთამების დარიგება, როგორც ამას აკეთებდნენ რუსი მეფეები მსოფლიოს მასშტაბით. თუ თანამედროვე ცივილიზაციას არ შესწევს უნარი თავი დაიცვას დაქირავებული ადამიანების თავდასხმებისგან, მაშინ ის მაინც ვერ განაგრძობს არსებობას დიდი ხნის მანძილზე. არც ამერიკელებისთვის ან ევროპელებისთვის რუსეთში ვიზიტების პრევენციაა საჭირო თუ მათ ასეთი სურვილი ექნებათ. მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება პირადი რისკისა და პასუხისმგებლობის ფასად საკუთარი თვალით, პირველი წყაროდან, ნახონ მასიური მკვლელობებისა და მასიური სიღატაკის მიწა. არც კაპიტალისტებს უნდა აეკრძალოთ საბჭოებისთვის სესხის მიცემა ან რუსეთში რაიმე სახით კაპიტალის ინვესტირება. თუ კი ისინი იმდენად სულელები არიან, რომ იმედი აქვთ კვლავ იხილავენ ამ ფულის რაიმე ნაწილს მაინც – მათ უნდა ჰქონდეთ ასეთი წამოწყების საშუალება.

მაგრამ ევროპისა და ამერიკის მთავრობებმა უნდა შეწყვიტონ საბჭოთა დესტრუქციის მხარდაჭერა საბჭოთა რუსეთში ექსპორტის წახალისების გზით, რაც ფინანსური კონტრიბუციის საშუალებით ხელს უწყობს რუსული საბჭოთა სისტემის შენაჩუნებას. მათ უნდა შეწყვიტონ საბჭოთა რუსეთში კაპიტალდაბანდებისა და ემიგრაციის პროპაგანდა.

იტყვის თუ არა რუსი ხალხი საბჭოთა სისტემაზე უარს – ეს მათი გადასაწყვეტია. ყულფისა და საპატიმრო–ბანაკის მიწა დღეს უკვე აღარ წარმოადგენს საფრთხეს მსოფლიოსთვის. მიუხედავად ომისა და დესტრუქციის სურვილისა, რუსებს არ ძალუძთ სერიოზული საფრთხე შეუქმნან ევროპის მშვიდობას. ამიტომ შეიძლება მათი თავის ნებაზე მიშვება. ერთადერთი, რასაც წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ, ეს არის საბჭოთა დესტრუქციული პოლიტიკის მხარდაჭერის ან წახალისების ნებისმიერი ტენდენცია.

კომენტარები