ვარდების რევოლუციის ბოლო მიღწევა

ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ, ისე­ვე რო­გორც ამ დღე­ებ­ში, ძა­ლი­ან ბევრ ჟურ­ნა­ლისტს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი. მახ­სოვს რო­ი­ტე­რის კო­რეს­პონ­დენ­ტის შე­კითხ­ვა: რას ფიქ­რობთ, მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის წარ­მა­ტე­ბის სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი? რის მი­ხედ­ვით ვიტყ­ვით, რომ ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ რე­ა­ლუ­რი პროგ­რე­სი მო­ი­ტა­ნა? მა­შინ ასე ვუ­პა­სუ­ხე: ინ­დი­კა­ტო­რი იქ­ნე­ბა ის მო­მენ­ტი, რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მშვი­დად და პირ­ზე ღი­მი­ლით გა­დას­ცემს ძა­ლა­უფ­ლე­ბას თა­ვის მემ­კ­ვიდ­რეს.

დე­მოკ­რა­ტი­ის ელე­მენ­ტა­რუ­ლი ტეს­ტი

რო­დე­საც 2012 წლის 2 ოქ­ტომ­ბერს პრე­ზი­დენ­ტ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, მას დი­დად მომ­ღი­მა­რი სა­ხე არ ჰქო­ნი­ა. არც მი­სი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის­თ­ვის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თ­ვის, ან მი­სი პარ­ტი­ის­თ­ვის, მი­უ­ლო­ცავს გა­მარ­ჯ­ვე­ბა. მაგ­რამ ის, რაც მან გა­ა­კე­თა, მა­ინც გარ­ღ­ვე­ვა იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე დღეს, რო­გორც კი ძი­რი­თა­დი შე­დე­გი ნა­თე­ლი გახ­და, მან მშვი­დად და ზედ­მე­ტი პა­თე­ტი­კის გა­რე­შე აღი­ა­რა წა­გე­ბა. რაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა, მან გა­მო­ხა­ტა მზა­ო­ბა, ხე­ლი არ შე­ე­შა­ლა ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის მი­ნის­ტ­რ­თა კა­ბი­ნე­ტის შექ­მ­ნა­ში, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი კონ­ს­ტი­ტუ­ცია ამის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და. ამ დღეს ჩვენ ევ­რო­პუ­ლი ტი­პის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ლი­დე­რი ვნა­ხეთ.

ნიშ­ნავს თუ არა ეს, რომ მორ­ჩა, ახ­ლა უკ­ვე ნამ­დ­ვი­ლი დე­მოკ­რა­ტია ვართ? სამ­წუ­ხა­როდ, არა. ფორ­მა­ლუ­რი კრი­ტე­რი­უ­მით, რო­მე­ლიც ამე­რი­კელ პო­ლი­ტო­ლოგს სე­მუ­ელ ჰან­ტინ­გ­ტონს ეკუთ­ვ­ნის და ბევ­რი მი­სი კო­ლე­გა იზი­ა­რებს, დე­მოკ­რა­ტია მყა­რად ჩა­ით­ვ­ლე­ბა, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ორ­ჯერ კა­ნო­ნი­ე­რად შე­იც­ვ­ლე­ბა ისე, რომ შუ­ა­ლედ­ში არ მოხ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა ან რე­ვო­ლუ­ცი­ა. ასე რომ, დე­მოკ­რა­ტი­ის სიმ­ყა­რის მი­საღ­წე­ვად იმ მო­მენტს უნ­და მო­ვუ­ცა­დოთ, რო­დე­საც უკ­ვე ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა წა­ა­გებს არ­ჩევ­ნებს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლას გა­და­უ­ლო­ცავს (თუნდაც ისევ ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას, ან ვინ­მე სხვას).

მაგ­რამ მომ­ხ­და­რი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს ვთქვათ, რომ ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის მიღ­წე­ვებს შე­ად­გენს არა მხო­ლოდ უფ­რო ეფექ­ტუ­რად აკ­რე­ფი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი, მა­სობ­რი­ვი კო­რუფ­ცი­ის დაძ­ლე­ვა, და­გე­ბუ­ლი გზე­ბი და ა.შ., არა­მედ წინ­ს­ვ­ლა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც.

შე­ე­წი­რა თუ არა დე­მოკ­რა­ტია მო­დერ­ნი­ზა­ცი­ას?

ჯერ კი­დევ ცო­ტა ხნის წინ სე­რი­ო­ზუ­ლი მკვლევ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ფიქ­რობ­და, რომ „ვარდების რე­ვო­ლუ­ცი­ა” იყო გარ­ღ­ვე­ვა მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის, მაგ­რამ არა დე­მოკ­რა­ტი­ის კუთხით, ან – უფ­რო რა­დი­კა­ლუ­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბით – დე­მოკ­რა­ტია შე­ე­წი­რა მო­დერ­ნი­ზა­ცი­ას. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი საკ­მა­ოდ ზო­გა­დი და ბუნ­დო­ვა­ნი ცნე­ბა­ა, რო­მელ­შიც მრა­ვა­ლი რამ იგუ­ლის­ხ­მე­ბა: ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო მან­ქა­ნის შექ­მ­ნა, რომ­ლის მო­ხე­ლე­ე­ბი ხელ­ფა­სის­თ­ვის მუ­შა­ო­ბენ და არა ქრთა­მის­თ­ვის, და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მე­ებს აკე­თე­ბენ; მე­რი­ტოკ­რა­ტი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მი­სი უნა­რე­ბით და საქ­მით ფას­დე­ბა და არა გვა­რიშ­ვი­ლო­ბით; ერის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­გე­ბა, რო­დე­საც სხვა­დას­ხ­ვა წარ­მო­მავ­ლო­ბის და რე­ლი­გი­ის ადა­მი­ა­ნი თა­ნაბ­რა­დაა მი­ღე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში; ეკო­ნო­მი­კის ლი­ბე­რა­ლურ რელ­სებ­ზე გა­დაყ­ვა­ნა და ა.შ.

ეს არ ნიშ­ნავს, რომ თუნ­დაც ამ მხრივ ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიღ­წე­ვე­ბი კა­მათს არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა – მაგ­რამ ცხა­დი­ა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლომ თვი­სობ­რი­ვი ნახ­ტო­მი გა­ა­კე­თა. სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო ჩა­ი­ბა­რა რო­გორც შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ობ­რი­ვი ან აფ­რი­კუ­ლი ტი­პის სა­ხელ­მ­წი­ფო (გააჩნია, დრო­ი­თი მე­ტა­ფო­რა გვირ­ჩევ­ნია თუ სივ­რ­ცი­თი) და ის თა­ნა­მედ­რო­ვე და­სავ­ლუ­რი ტი­პის პო­ლი­ტი­კურ ერ­თე­უ­ლად აქ­ცი­ა.

თუმ­ცა, აქ­ცია კი? ოპო­ნენ­ტე­ბის ძი­რი­თა­დი არ­გუ­მენ­ტი ის იყო, რომ და­სავ­ლუ­რი ტი­პის სა­ხელ­მ­წი­ფო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უნ­და იყოს, სა­ქარ­თ­ვე­ლო კი ამ კრი­ტე­რი­უმს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. მე­ტიც: რა­კი სა­ა­კაშ­ვი­ლის და მი­სი გა­რე­მოც­ვის ხელ­ში მე­ტი ძა­ლა­უფ­ლე­ბა იყო თავ­მოყ­რი­ლი, ვიდ­რე თუნ­დაც შე­ვარ­დ­ნა­ძეს ჰქონ­და, ესე იგი, დე­მოკ­რა­ტი­ის თვალ­საზ­რი­სით უკან გა­დავ­დ­გით ნა­ბი­ჯი. ამას ამ­ბობ­დ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქარ­თ­ვე­ლი ოპო­ნენ­ტე­ბიც და ზო­გი და­სავ­ლე­ლი მკვლე­ვა­რიც.

2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად შეც­ვ­ლის ამ შე­ფა­სე­ბას. ეს არ ნიშ­ნავს, რომ სა­ა­კაშ­ვილს აღა­რა­ვინ გა­უხ­სე­ნებს ძველ „ცოდვებს”: ძა­ლა­უფ­ლე­ბის ვიწ­რო ჯგუფ­ში კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ას, კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის ზედ­მე­ტად ხშირ და ად­ვილ ცვლას, შერ­ჩე­ვით სა­მარ­თალს, სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის პო­ლი­ტი­კურ რე­სურ­სად გა­მო­ყე­ნე­ბას და ა.შ. ცხა­დი­ა, სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თ­ვე­ლო შორს იყო დე­მოკ­რა­ტი­ის იდე­ა­ლის­გან, მაგ­რამ რო­ცა პროგ­რესს ვზო­მავთ, შე­და­რე­ბით სა­ზო­მებს ვი­ყე­ნებთ და არა აბ­სო­ლუ­ტურს. პროგ­რესს კი ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში აქვს ნა­თე­ლი და გა­ზომ­ვა­დი ინ­დი­კა­ტო­რი: გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა 2003 წლის ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ა­სა და 2012 წლის ოქ­ტომ­ბ­რის არ­ჩევ­ნებს შო­რის, ანუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ურ და კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ურ ცვლას შო­რის.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა თუ ხალ­ხი?

კონ­კ­რე­ტუ­ლად რამ გა­ნა­პი­რო­ბა ეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა? 2003-ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უფ­რო სუს­ტი და არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, ვიდ­რე 2012-ში. მის მი­მართ აგ­რე­სია მა­ში­ნაც იყო და ახ­ლაც, მაგ­რამ ან­გა­რიშ­ს­წო­რე­ბის და შუ­რის­ძი­ე­ბის და­პი­რე­ბე­ბი 2012 წელს გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მკვეთ­რად ის­მო­და – შე­სა­ბა­მი­სად, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სულ მცი­რე, არა­ნაკ­ლე­ბი მო­ტი­ვი ჰქონ­და, ყვე­ლა­ნა­ი­რი მე­თო­დე­ბით და­ეც­ვა თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით 2003 წლის­გან, მას ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი და ერ­თ­გუ­ლი ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი ჰყავ­და. ასე რომ, 2012-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ობი­ექ­ტუ­რად არ ჰქო­ნია მე­ტი სა­ფუძ­ვე­ლი, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­ეთ­მო სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის.

შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა თვი­თონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში­ა. ვი­მე­ო­რებ, ამ ცხრა წლის მან­ძილ­ზე მის მი­მართ არა­ერ­თი საყ­ვე­დუ­რი გა­მოთ­ქ­მუ­ლა დე­მოკ­რა­ტი­ის სტან­დარ­ტე­ბის თვალ­საზ­რი­სით და ერ­თ­-ერ­თი ასე­თი კრი­ტი­კო­სი მეც ვი­ყა­ვი. მაგ­რამ ფაქ­ტი­ა: კრი­ტი­კულ მო­მენ­ტ­ში, რო­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­ნა­ხა, რომ ხალ­ხის უმ­რავ­ლე­სო­ბის ნე­ბა მი­სი სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ა, მან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი წე­სე­ბის ფარ­გ­ლებ­ში იმოქ­მე­და. ეს არ ნიშ­ნავს, რომ მის წევ­რებს სხვა­ზე ნაკ­ლებ უყ­ვართ ძა­ლა­უფ­ლე­ბა: მაგ­რამ ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ მო­სუ­ლი ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა, რო­მელ­მაც თა­ვის ძი­რი­თად მიზ­ნად სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­პა­ში შეყ­ვა­ნა გა­მო­აცხა­და და ამ ხედ­ვის მხარ­დამ­ჭე­რებს ეყ­რ­დ­ნო­ბო­და, აშ­კა­რად ვერ გა­და­უხ­ვევ­და დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პებს.

იქ­ნებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­იც­ვა­ლა, და ეს ხსნის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას? ამის გა­ზომ­ვა უფ­რო რთუ­ლი­ა, მაგ­რამ ორი მო­მენ­ტი შე­მიძ­ლია გა­მოვ­ყო. ბო­ლო წლებ­ში დე­მოკ­რა­ტი­ის და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­მა უფ­რო გა­და­ი­ნაც­ვ­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის ცენ­ტ­რ­ში. ამას არა­საკ­მა­რი­სად ასა­ხავ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კითხ­ვე­ბი, რო­მელ­თაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­გორც ჩანს, ზედ­მე­ტად ენ­დო. 2003 წელს ხალ­ხი ქუ­ჩა­ში უშუ­ა­ლოდ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გა­მო გა­მო­ვი­და, მაგ­რამ ზო­გა­დად მა­შინ სხვა სა­კითხე­ბი უფ­რო აწუ­ხებ­და: უშუ­ქო­ბა, გა­უ­ცე­მე­ლი პენ­სი­ე­ბი, წე­სად ქცე­უ­ლი კო­რუფ­ცი­ა, ზო­გა­დად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაქ­ნი­სო­ბა. 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის ბე­დი კი, სა­ბო­ლო­ოდ, ცი­ხე­ში პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ ცუ­დი მოპყ­რო­ბის სა­კითხ­მა გა­დაწყ­ვი­ტა.

ცხა­დი­ა, ეს პრობ­ლე­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრა­ლი იყო და შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ის სა­მარ­თ­ლი­ა­ნად და­ი­სა­ჯა მი­სი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის­თ­ვის. მაგ­რამ ის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვ­ლა­ში ასეთ­მა სა­კითხ­მა ითა­მა­შა დი­დი რო­ლი, უკ­ვე ნიშ­ნავს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი შე­იც­ვა­ლა. შე­საძ­ლო­ა, იმი­ტო­მაც, რომ ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის დრო­ინ­დე­ლი პრობ­ლე­მე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უკ­ვე გა­დაწყ­ვი­ტა და ამ ფაქ­ტის ხში­რი შეხ­სე­ნე­ბა ბევრ ადა­მი­ანს აღი­ზი­ა­ნებ­და კი­დეც. ცხა­დი­ა, სი­ღა­რი­ბის და უმუ­შევ­რო­ბის პრობ­ლე­მე­ბი დარ­ჩა, რის გა­მოც ოპო­ზი­ცია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სო­ცი­ა­ლურ­-­პო­პუ­ლის­ტუ­რი და­პი­რე­ბე­ბით ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს. მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ არ­ჩევ­ნე­ბის ბე­დი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხ­მა გა­დაწყ­ვი­ტა. ამის­თ­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აშ­კა­რად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და, მაგ­რამ თა­ვად დღის წეს­რი­გის შეც­ვ­ლა მი­სი ირი­ბი დამ­სა­ხუ­რე­ბაც იყო.

მე­ო­რე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა აშ­კა­რად არ არის დღე­ვან­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­სარ­გებ­ლო: მი­სი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა სა­ბო­ლო­ოდ ერ­თი ადა­მი­ა­ნის ფუ­ლის წყა­ლო­ბით მოხ­და. 2003-შიც იყო სა­უ­ბა­რი ამე­რი­კე­ლი მი­ლი­არ­დე­რის ჯორჯ სო­რო­სის ნა­ხევ­რად­მის­ტი­კურ როლ­ზე: მაგ­რამ თვალ­ნათ­ლი­ვი­ა, რომ ფუ­ლის როლს მა­შინ და დღეს ვერ შე­ვა­და­რებთ. ცხა­დი­ა, ფუ­ლით ყვე­ლა­ფერს ვერ იყი­დი: სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არ­სე­ბობ­და. მაგ­რამ მი­სი მო­ბი­ლი­ზა­ცია და, სა­ბო­ლო­ოდ, „ცოცხების სკან­და­ლის” გა­მო­ყე­ნე­ბით არა­ნორ­მა­ლუ­რი ემო­ცი­უ­რი ფო­ნის შექ­მ­ნა სწო­რედ ფი­ნან­სუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბით მოხ­და.

პერ­ს­პექ­ტი­ვა

არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბამ რეტ­როს­პექ­ტუ­ლად გა­მო­ას­წო­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ლი­დე­რის იმი­ჯი და გა­ნამ­ტ­კი­ცა წარ­მოდ­გე­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე, რო­გორც რე­გი­ო­ნულ ლი­დერ­ზე დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­გ­ში. მაგ­რამ გახ­დის ეს ქვე­ყა­ნას უფ­რო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში? თუ უკ­რა­ი­ნუ­ლი ვა­რი­ან­ტი გვე­ლის: პრე­ზი­დენ­ტ­მა იუშ­ჩენ­კომ და­ამ­ტ­კი­ცა თა­ვი­სი დე­მოკ­რა­ტო­ბა იმით, რომ არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გო, მაგ­რამ მის­მა მემ­კ­ვიდ­რე იანუ­კო­ვიჩ­მა ქვე­ყა­ნა ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის­კენ წა­იყ­ვა­ნა. რა მოხ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში? ეს ჯერ არ ვი­ცით.

 

კომენტარები