დეჟავუ - ანუ ერთხელ უნივერსიტეტში

0 კომენტარი

აკადემიური სოლიდარობის ცოცხალი ჯაჭვი ფოტო: ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა
ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო ნათქვამია და სწორედ ასეთი "სიახლის" შეფუთვით სცადა განათლების სამინისტრომ რეფორმის შემოთავაზება. სცადა, რადგან ჯერ-ჯერობით რეფორმის ბედი გაურკვეველია და "სიახლის"

ეფექტი სუსტი. არც "ძველი" დაგვვიწყებია ე.წ. „უხარისო" ან „ხარისხიან" ჯერ დოქტორანტურის სტუდენტებსა თუ უკვე დოქტორანტებს.

ამ სტატიის დაწერაც „ძველის" გახსენების ერთი მცდელობაა, იმ „ძველის" რომლის დავიწყებასაც ასე უსირცხვილოდ გვთავაზობს განათლების სამინისტრო და პირიქით, ცდილობს დაგვარწმუნოს რომ წინ დგამს ნაბიჯს, პირუკუღმა მდგარი.
„განათლების სისტემა კრიზისშია", „წამზომი ჩართულია" ამ სიტყვებით იწყებოდა კვლევები რომელიც უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ რეალობას ასახავდა 2000-2002 წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც სტუდენტთა და გულშემატკივართა მცირე ჯგუფმა აქტიური კამპანია წამოიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კორუფციისა და ელიტიზმის წინააღმდეგ. მაშინ ეს კამპანია აინუშიც არ ჩააგდო შევარდნაძის ელიტამ, თუმცა დროთა განმავლობაში კმაპანიამ შდეგი გამოიღო და უნიევრსიტეტეის პრობლემა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.

„უნივერსიტეტებში მოწყობა 1000-დან 20 000 დოლარამდე ღირს", წერდა უცხოელი ავტორი და არ დამავიწყდება მისი გაოცება, როცა ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა გადაეხადა ამდენი ფული სტუდენტს განათლების მისაღებად, თუ დასაქმების შემთხვევაში, კიდევ 30 წელი, ლეგალური გზით ამ ფულსაც კი ვერ იშოვიდა არათუ მეტს. არც ჩათვლის წინგნაკებში ჩადებული 50 დოლარიანები იყო უცხო მოვლენა იმ დროის სტუდენტებისთვის და არც სემესტრის ბოლოს რომელიმე ლექტორის მიმართ ყურადღების ნიშნად აკრეფილი „შემოწირულობა".

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარკვეულ „პრესტიჟულ" ფაკულტეტებზე, მხოლოდ ერთი სამეგობროს პრივილეგირებული წარმომადგენლ;ები ხვდებოდნენ და სხვებს ან სასწაულის იმედი უნდა ჰქონოდათ ანდაც ჩაექნიათ ხელი ამბიციაზე და დაჯერებოდნენ „დაბალ სოციალურ სტატუსს". ესეც ჩვენი რეალობის ნაწილი იყო და ამაზე თვალის დახუჭვა სირაქლემის პოზაში თავის ჩაყენებაა.

გავიხსენოთ რა რთულ მდგომარეობაში იყო პროფესორი, ლექტორი ან ლაბორანტი. უამრავი ნიჭიერი ადამიანი. იმის გამო, რომ შტატები ხელოვნურად იყო გაბერილი ლექტორი ერთ აკადემიურ საათში 3 ლარს გამომიმუშავებდა და თავის გადასარეჩენად იძულებული იყო რამდენიმე უნივერსიტეტში ერბინა ლექციებზე. რა თქმა უნდაასეთი „სირბილის" შემდეგ წუთი არ რჩებოდა აკადმიური ზრდისთვის, კვლევებისთვის.

პარადოქსია, მაგრამ საუნივერსიტეტო საზოგადოება საკუთარი ინტეერსების დაცვას ვერ ახერხებდა. განსაკუთრებით უჭირდა საჯარო სივრცეში გამოჩენა იმ ნაწილს, რომლის სახელსაც უნივერსიტეტი საკუთარი თავის პოპულარიზაციისთვის იყენებდა. „თეთრი ტაძარი" როგორც მას უწოდებდა ძალიან ბევრი და ხშირად ყველაზე კორუმპირებული ნაწილი, იმ ადამიანების შრომაზე იდგა, ვინც მიუხედავად ყველაფრისა ჩუმად იტანდა უსამართლობას და საკუთარ პროტესტს აქტიური სამეცნიერო მუშაობით აფიქსირებდა.

აქტიურობა უჭირდათ სტუდენტებსაც. მათი დიდი ანწილი სანატესა და სამეგობრო ქსელებით იყო შეკრული და ნებისმიერი პროტესტი გამოხატვა ამ ქსელების წინააღმდეგ შეტევად აღიქმებოდა. ბევრ მათგანს კორუფციული გარიგება ჰქონდა დადებული და უჭირდა „ვალდებულებისგან" თავის დახსნა, ბევრიც სწორედ ასეთ კორუმპირებულ სისტემასთან აკავშირებდა საკუთარ მომავალ კარიერულ წინსვლას.

მას შემდეგ თითქმის 10 წელი გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა სამოქალაქო აქტივიზმის კულტურის არარსებობა კვლავაც პრობლემად რჩება.

სტუდენტური აქტივიზმი ძირითადად ვიწრო პროფესიულ ინტერესებზეა ორიენტირებული, პროფესორ-მასწავლებლები კი კვლავაც პასიურობას ამჯობინებენ და „ზევიდან" ელიან გამოსავლის გზებზე მითითებას. საზოგადო ინტერესების დაცვას რამდენიმე ჯგუფი იჩემებს და მათი ერთი ნაწილი სრულიად დისკრედიტირებულია პოლიტიკური ლოიიალობის გამო და ნაწილიც ანარქისტული ლოზუნგებითა და „დანგრევის" იდეითაა გატაცებული. „ნგრევის" პროექტი ცოტა უცნაურია და წამყვან მენეჯერულ პოზიციებს ურტყამს, რაც არაფრით განსხვავდება პოლიტიკური ლოიალობისგან და სავარაუდოდ მასაც სწრაფი დისკრედიტაცია ემუქრება.

თუმცა ვითარება არსებითად მაინც სხვაა. პირველი და უმთავრესი - უნივერსიტეტებმა მოიშორეს კორუფციის პრობლემა. კრიტიკოსები მარტივად, გაკვრით მოიხსენიებენ ამ თემას და ცდილობენ დისკუსიის გადატანას, მაგრამ ვისაც შეეხო და შესაძლოა შეხებოდა ის სისტემა, მან კარგად იცის რეფორმის მნიშვნელობა. მეორე- უნივერსიტეტებში ბევრი პროფესორია, რომელმაც დაინახა განსხვავება წინა და ახალ ვითარებას შორის (ვგულისხმობთ მატერიალური პირობების გაუმჯობესებას, აკადემიურ ჩართულობას და ა.შ.), არის ბევრი დამწყები მკვლევარიც, რომელიც თავისუფალ სივრცეს ეძებს განვითარებისთვის. ერთი და მეორე ნაწილის წარმატება ორგანულადაა დაკავშირებული თავისუფლების ხარისხთან. ნუ დაგვავიწყდება, რომ თავისუფლების შეზღუდვა იქცა პროტესტის მუხტად შაშკინის რეფორმების წინააღმდეგ და ეს ის მუხტია, რომელსაც პოლიტიკურ ლოიალობაზე მეტად თავისუფლების იდეა იზიდავს.

მესამე-აკადემიური თავისუფლება ჯერ კიდევ უცხო, თუმცა უფრო ახლობელ სიტყვათაწყობად იქცა. უცხოა, რადგან ბევრი მიმართულებით აკადმეიური პროცესი ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაშია. თუმცა დღეს ჩვეული მოვლენაა ერთობლივი კვლევების წარმოება უცხოელ მეცნიერებთან ერთად და თუ ადრე ეს ფუფუნება ზუსტი მეცნიერების წარმომადგენლებისთვის იყო ხელმისაწვდომი, დღეს ჰუმანიტარებისთვისაც გაიხსნა კარი.

მეოთხე - და ყველაზე მნიშვნელოვანი. საზოგადოებამ დაინახა კონსტრუქციული პროცესი და საკუთარი ძალა, მას შემდეგ რაც პირველად, დემოკრატიული გზით შეცვალა ხელისუფლება. ამის მერე ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რატომ არ შეიძლება სწორედ ასეთი ლეგიტიმური გზებით შეცვალოს საუნივერსიტეტო საზოგადოებამ საკუთარი გარემო, თუ ის ამას საჭიროდ ჩათვლის და რა საჭიროა გარედან ვინმეს ჩარევა?

ალბათ ეს ის კითხვაა, რომელისაც ყველაზე ძალიან უნდა ეშინოდეთ „შეუმდგარ რევოლუციონერებს".

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნატა ტალიკიშვილი

კომენტარები